მოზარდები და სოციალური ქსელი

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები: ჩემი შვილი ძალიან შეიცვალა. აგრესიულად იქცევა. ხშირად განმარტოება სურს...
მოზარდობის ასაკში, ბავშვებს სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ, რაც ასაკორივ პრობლემად ითვლება. არასრულწლოვანი ადამიანი, როდესაც მისი ფსიქიკა ყალიბდება თავისდაუნებურად იქცევა ისე, რაც მშობლისთვის ასე მიუღებელია.  
 ამერიკის შეერთებული შტატების ”ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით მოხმარების ცენტრის” და “Microsoft” – ის სპეციალისტების სერიოზული შეფიქრიანება გამოიწვია მოზარდებისა და ახალგაზრდობის მხრიდან, ეგრეთ წოდებული, ”Online სოციალური საიტებისადმი” გადამეტებულმა ინტერესმა, მოხმარებით გატაცებამ და, ხშირად, უპასუხისმგებლო სარგებლობამ.
სოციალურ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ”მეგობართა” წრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. სხვა სიკეთეები და პრობლემები, რომლებიც თან ერთვიან ასეთი საიტებით სარგებლობას: მოზარდთა და ზრდასრულთა უმეტესობა პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება ამგვარ გაერთიანებებში ურთიერთობებს.
 საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდას.

მაგრამ ჩამოთვლილი საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:

– საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;

– მშობელთა დიდი ნაწილი, როგორც წესია, არ არის საქმის კურსში და არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ათავსებენ მათი შვილები საიტებზე;

– სწორედ იქ, სადაც გულუბრყვილო მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებსა თუ შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
დაუფიქრებლად მოზარდები ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ არასასურველ შედეგებს:

– პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაციას ეცნობა და ის შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ კეთილმა, არამედ ცუდმა ადამიანმაც;

– განუსაზღვრელი გატაცება, ქსელში ყოფნისათვის მთელი თავისი დროს დახარჯვა იწვევს იმას, რომ მოზარდები და ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისათვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე და გართობაზე, რითაც ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას;

– არის შემთხვევები, როდესაც დივიანტური ქცევისა ან მიდრეკილების მქონე ახალგაზრდები ამყარებენ კავშირებს თავისნაირ არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ ზრდასრულებთანაც, აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ სხვებსაც. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ დივიანტური ქცევა – წარმოადენს ნორმას, ამან კი გაერთიანების ცალკეული წევრი ან ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს მავნე, სახიფათო ქცევამდე;

– სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;

– არანაკლები ხიფათისმომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც გულუბრყვილო მოზარდები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.

უმეტეს შემთხვევაში მშობლებს არ აქვს წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რით არის დაკავებული დღე და ღამე კომპიუტერთან მჯდარი მათი შვილი.
მეტი დრო დაუთმეთ თქვენს შვილს, ესაუბრეთ, ემეგობრეთ, შეეცადეთ გამოძებნოთ მასთან საერთო ინტერესები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, უბრალოდ იყავით კარგი მეგობარი და მხედეველობიდან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ გამოგეპარებათ.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight