მოამზადეთ კივის კოქტეილი სახლის პირობებში

კივი არის ხილი, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინი შედის და, ასევე, მდიდარია E, B6 და B9 ვიტამინებით. კივის რბილობისგან სასმელის დამზადებაც შესაძლებელია.


კივის კოქტეილი ერთ-ერთი გამორჩეული არომატის მქონე სასმელია. კოქტეილის შექმნის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, თუცა რომელია რეალური არავინ იცის. არქეოლოგმა პატრიკ მაკგოვერნმა, 2005 წელს, ირანსა და ერაყს შორის ტიგრისში თიხის ქილა აღმოაჩინა, რომელიც 5 000 წლის წინანდელია.  ქილაში მოთავსებული სითხის დანალექები მჟავის ნივთიერებას, ვაშლის წვენსა და თაფლს შეიცავდა. მაკგოვერნმა ამ აღმოჩენას პირველი კოქტეილი, სახელად ,,გროგი“ უწოდა.


ქვემოთ მოცემული რეცეპტი დაგეხმარებათ სახლის პირობებში თავად შექმნათ ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო მასტიმულირებელი სასმელი. 



ინგრედიენტები:

400   გრ. კივი

150   მლ. ფორთოხლის წვენი

3   ს/კ ლიმონის წვენი

3   ს/კ შაქრის პუდრა

80   მლ. არაყი


მომზადების წესი:

ერთი ცალი კივი კოქტეილის მოსართავად გადადეთ დანარჩენი კი გათალეთ დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, შაქრის პუდრა და დააბლენდერეთ.
მიღებული მასა გადაწურეთ, არაყი და ყინული (სურვილისამებრ)დაამატეთ და შეიკერში ავქვიფეთ.


მზა კოქტეილი ჭიქებში ჩამოასხით და კივის ნაჭრებით მორთეთ.

 

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight