,,მეამბოხე"

ვერონიკა როთი— ამერიკელი მწერალი და მოთხრობების ავტორი. ცნობილია HarperCollins-ის მიერ გამოცემული ტრილოგიით „განსხვავებულის“ სამყაროს შესახებ, რომელშიც შედის „განსხვავებული“, „მეამბოხე“ და „ერთგული“.
ტრილოგია გამოსვლისთანავე მოექცა მსოფლიო პრესის ინტერესის ქვეშ.
,,მეამბოხე" ყოველდღიურობას, სიხარულს, ტკივილს, ერთდროულად აერთიანებს...
ერთმა არჩევანმა შეიძლება შეგცვალოს – ან გაგანადგუროს. მაგრამ ყველა არჩევანს მოჰყვება შედეგი. როცა ფრაქციები ქაოსითაა მოცული, როცა ტრის პრაირს მოსვენებას არ აძლევს კითხვები გლოვასა და მიტევებაზე, იდენტობასა და ერთგულებაზე, პოლიტიკასა და სიყვარულზე, მან უნდა სცადოს საყვარელი ადამიანებისა და საკუთარი თავის გადარჩენა. ინიციაციის დღე ტრისს თავის არჩეულ ფრაქციასთან ერთად უნდა ედღესასწაულა, მაგრამ ეს დღე ენით გამოუთქმელი საშინელებით დასრულდა. ომი იწყება, ფრაქციების იდეოლოგიებს შორის კონფლიქტი ღვივდება. ომის დროს კი ირჩევენ მხარეს, მჟღავნდება საიდუმლო, მიღებული გადაწყვეტილებები კი მტკიცე და შეუცვლელი ხდება. გაკეთებული არჩევანით გარდასახულმა, დარდითა და დანაშაულის გრძნობით სავსემ, ახალი აღმოჩენებითა და ცვალებადი ურთიერთობებით გარემოცულმა ტრისმა უნდა გაითავისოს თავისი განსხვავებულობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას გაუცნობიერებელი დანაკარგი მოჰყვება. ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორის, ვერონიკა როთის დისტოპიური სერიის, „განსხვავებულის“ მეორე წიგნი, რომელსაც ასე ველოდით კიდევ ერთი მომაჯადოებელი ისტორიაა, სავსე მოულოდნელი ცვლილებებით, გულის ტკივილით, სასიყვარულო ურთიერთობით და ადამიანის ბუნების საოცარი გამოვლინებით.