მასაჟი ზედმეტად ცხიმიანი კანისთვის

ცელულიტი- ცხიმოვანი უჯრედი, რომელიც არის ფორმაშეცვლილი და გადიდებული. დიეტებით ზედმეტი კილოგრამების დაკლება მეტ ნაკლებად ადვილად მიღწევადია, თუმცა მის შემდგომ კანი მოშვებულია და ფორმას კარგავს.

როგორ წარმოიშობა ცელულიტი?

უფრო ხშირად ცელულიტი ჩნდება ბარძაყებზე, მკლავის ზედა ნაწილებზე, დუნდულებზე. ამ ნაწილებზე, სითხის ცირკულირების დარღვევის გამო, დალექილი ცხიმის გროვა თავის დროზე ვერ თავისუფლდება. თვით დალექილი ცხიმი ხდება საბოლოოდ ქსოვილში სითხის ცირკულირების რღვევის მიზეზი. ვიღებთ თავისებურ შეკრულ წრედს, რომლის გაწყვეტაც არც ისე იოლია.
ცელულიტი – ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლია, იგი ხელს უშლის უჯრედების ნორმალურად მომარაგებას სისხლით. თუკი შეეხებით კანს ბარძაყებზე, ან სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც ცელულიტია, იგრძნობთ, რომ იგი შედარებით ცივია, ვიდრე ცელულიტისგან თავისუფალი ადგილები. არასაკმარისი სისხლის მოძრაობა კი ნიშნავს უჯრედების არასაკმარისად მომარაგებას ჟანგბადით და სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით.

რა ხდება ანტიცელულიტური მასაჟის დროს?

სხეულის პრობლემური ადგილების დაზელვა არა მარტო კუნთების სასიამოვნო გახურებას იწვევს.  მთელს ორგანიზმში იწყება სისხლის სწრაფი ცირკულირება., რომელსაც ცხიმოვან უჯრედებში შეჰყავს ჟანგბადი და გამოდევნის ტოქსინებს. მასაჟისტის ხელით მექანიკური ძალის გამოყენებისას, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიდან ნელ-ნელა იწყებს გაქრობას ზედმეტი ცხიმი. უჯრედები თითქოს ცოცხლდებიან, მთელს ორგანიზმში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ხოლო კანი ხდება უფრო გადატკეცილი და მკვრივი.

როგორ გავიკეთოთ მასაჟი?

თაფლის მასაჟის მოქმედების ძალა დაფუძნებულია თაფლის სასარგებლო თვისებებზე – ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროზე, ტრადიციული მასაჟის გამოყენების ეფექტით. ამასთან, თაფლის მასაჟის კურსის გავლის შემდეგ არა მარტო ცელულიტი იშლება, არამედ უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა: იგი ხდება ბავშვის კანივით ნაზი და ხავერდოვანი. შესამჩნევი შედეგის მისაღებად, თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით.
თაფლის მასაჟის შესრულების ტექნიკა ძალიან ადვილია. დაიტანეთ თაფლი ხელის გულებზე და ატყაპუნეთ ხელები ცელულიტით დაზიანებულ ადგილებზე. ამის შედეგად, თაფლის ნაწილი გადადის სხეულზე, ხოლო ნაწილი რჩება ხელზე. რამდენიმე წუთში კანი თაფლს შეიწოვს და ხელის გულები მასზე მიწებებას დაიწყებს. გააგრძელეთ ტყაპუნი და თანდათანობით გააძლიერეთ დარტყმის ძალა, მაგრამ ძალიან ნუ გაიტყიპავთ თავს. დარტყმისას 2 წამით მიაჭირეთ ხელი კანს და შემდეგ სწრაფი მოძრაობით მოაშორეთ. მიუჩვევლობის გამო შეიძლება ეს პროცედურა წამებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight