მარიტა როხვაძე: ,,ქალბატონები მუდმივად უნდა ვიყოთ სასურველ ფორმაში''

ჯანმრთელი ცხოვრების წესი, დიეტა, წონის შენარჩუნება ამ და სხვა შეკითხვებს გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ მომღერალი მარიტა როხვაძე პასუხობდა.


როგორ იწყება შენი დილა?


იქედან გამომდინარე რომ ძალიან მიჭირს დილით ადგომა, ეს ჩემთვის კატასტროფაა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ძირითადად საღამოს მიწევს ხოლმე სიმღერა კორპორატიულ საღამოებზე ჩემს ბენდთან ერთად და ასეთი რეჟიმის გამო დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ვახერხებ. შესაბამისად ვერ ვახერხებ დილით ადრე ადგომას. თუმცა როცა ვდგები, ვცდილობ რომ პირველ რიგში მუსიკით დავიწყო. მაქვს ამოჩემებული მუსიკა, რომელიც ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. ეს ბოლო პერიოდია მინდა ვთქვა რომ ძალიან მივეჩვიე კოფეინს. საერთოდ არ მიყვარს ყავა, მაგრამ ეხლა უკვე ვეღარ ვფხიზლდები ყავის გარეშე.

მომღერალი, რომელიც სულ უნდა იყოს ფორმაში. როგორ ახერხებთ ამას?

ეს ბოლო პერიოდია, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ვარჯიშს. რამოდენიმე თვის წინ აქტიურად ვვარჯიშობდი, გამომდინარე იქედან რომ დიდი წონა დავიკელი, 21 კგ 4 თვეში. არავითარი დიეტოლოგები და ექიმები, აბსოლუტურად ჩემით გავაკეთე წიწიბურას დიეტა. დიეტის პროცესში მივირთმებდი მხოლოდ და მხოლოდ წიწიბურას, უმარილო ყველს და ასევე ყოველდღიურად ვსვამდი წყალს დაახლოებით 3-4 ლიტრს. მინდოდა მოკლე დროში დამეკლო და აქედან გამომდინარე წიწიბურას დიეტა ვარჩიე. დიეტის პარალელურად  საჭიროა დილით და საღამოს ვარჯიში აუცილებლად, ასევე აუზი, დაახლოებით დღეში ორჯერ ვსტუმრობდი საუნას. რთული იყო მაგრამ შედეგი მივიღე ძალიან კარგი და ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი იდეალური 60კგ. არ მომიმატია და არც დამიკლია.

როგორ ინარჩუნებდი წონას?

დიეტის შემდეგ ვერიდებოდი ცომეულის და ტკბილეულის ჭამას მაგრამ მქონდა ჩემი დღეები, როცა შემეძლო მიმერთვა ცომელიც და ტკბილეულიც. თუმცა ბოლო ერთი წელია რაც ძალიან აქტიურად დავიწყე ცომეულის და ტკბილეული ჭამა, რაც აისახა კიდეც ჩემს წონაზე. 6 კგ მოვიმატე და ეხლა ისევ ვცდილობ რომ შევეშვა ცომეულს და ტკბილეულს.

მარიტა, შენ ახსენე რომ წონის დაკლების პროცესში გეხმარებოდა სპორტული აქტივობდა. ძირითადად რაზე ვარჯიშობდი?

პირველი ეტაპი იყო რა თქმა უნდა სარბენი ბილიკი პირველი 20 წუთის განმავლობაში, შემდეგი ოცი წუთი ვუთმობდი ველოსიპედზე ვარჯიშს, ამის შემდეგ აუზი, საუნა, მერე ისევ აუზი და ბოლოს ცხელი შხაპი. როცა გინდა სცენაზე იდგე, ეკრანზე გამოჩნდე, მით უფრო როცა ტელეწამყვანი ხარ, უნდა დამეკლო აუცილებლად. აქედან გამომდინარე არ გამჭირვებია წონის დაკლება.

ასეთი შედეგი იშვიათია როცა 4 თვეში 21 კგ დაკლებას ახერხებენ. რატომ გადაწყვიტე წიწიბურას დიეტა?

ძალიან მიყვარდა წიწიბურა, მაგრამამ ოთხი თვის განმავლობაში იმდენი წიწიბურა ვჭამე რომ ალბათ აღარ შევჭამ. ეხლა კი ვცდილობ მრავალფეროვანი საკვები მივიღო. მაგ. სალათები, მოხარშული ხორცი, ზღვის პროდუქტები. მაშინ როცა წიწიბურას დიეტა გავაკეთე ვიყავი 18-19 წლის და არ მიჭირდა, მაგრამ ეხლა ძალიან მიჭირს.

მოკლე დროში 21 კგ რომ დაიკელი, ამან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება არ გამოწვია?


ჯანმრთელობას რაც შეეხება არაფერი, მაგრამ მივხვდი რომ ცოტათი ნერვოზი დამიტოვა.

ჩვენთან მოსულ ყველა ქალბატონს ვეკითხებით, ოდესმე თუ მიუმართავთ ბოტოქსისთვის, ფილერისთვის და  ა.შ. რა დამოკიდებულება გაქვს ესთეტიკური მედიცინის მიმართ და თვლი თუ არა რომ სასარგებლოა ქალისთვის?

24 წლის ვარ და არასოდეს არ მიმიმართავს ესთეტიკური მედიცინისთვის. უბრალოდ რამოდენიმე დღის წინ გავიკეთე ძალიან კარგი პროცედურა, პლაზმოლიფტინგი. ვენიდან იღებენ შენივე სისხლს, ამ სისხლს ფილტრავენ და ინსულინის ნემსით შეყავთ სახეზე. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, კვებიდან გამომდინარე შემექმნა ეს პრობლემა. გამონაყარი, სიწითლე მაწუხებდა და დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს პროცედურა მირჩია. იმ შემთხვევაში თუ ოდესმე ჩავთვლი რომ მჭირდება პლასტიკური ოპერაცია, აუცილებლად გავიკეთებ. ნამდვილად არ ვარ ამის წინააღმდეგი, რადგან ქალბატონები მუდმივად უნდა ვიყოთ სასურველ ფორმაში. ამაში დაგვჭირდება ვარჯიში, მასაჟი თუ რა, ყოველთვის უნდა გამოვიყურებოდეთ კარგად.

გიყვარს თუ არა რუჯის მიღება?

რუჯს რაც შეეხება, მე ვერ ვთმობ ჩემს სითეთრეს, ძალიან მომწონს. ასე რომ არ ვარ გაგიჟებული ნამზეურზე. ზღვაზეც იმიტომ გავდივარ რომ ძალიან მიყვარს წყალი.

კარიერაზე მინდა გკითხოთ. რა სიახლეებია ამ მხრივ?

კარიერას რაც შეეხება, მყავს ჩემი ბენდი და არაჩვეულებრივი პროდიუსერი კახაბერ ხოშტარია, რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ მქონდეს ბევრი კონცერტი, ასევე გასვლითი კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ,,ქავერ ბენდი“, ამ ეტპაზე ვასრულებთ ცნობილ სიმღერებს, რომელიც უფრო მოთხოვნადია საქართველოში, იმიტომ რომ კლუბებში ძირითადად უნდათ ის მუსიკა, რომელიც ნაცნობია, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვცდილობ რომ ეს ყველაფერი ჩემი ინტერპრეტაციით შევთავაზო მსმენელს. სხვადასხვა მუსიკალურ სტილში ვცდილობთ რომ რაც შეიძლება საინტერესოდ შევათავაზოთ მსნელებს ჩვენი მუსიკა.

იმისთვის რომ მუდმივად კარგ ხმაზე იყო, მეცადინეობ თუ არა ვოკალურად და რა აზრის ხარ როცა ამბობენ რომ დილით ვერ მღერიან?


არა სხვათა შორის არასოდეს არ მქონია პრობლემა დილით სიმღერაზე. არც კვერცხი არ გადამიყლაპავს. ბევრი მიმართავს ალკოჰოლს. მე მგონია რომ ეს არ არის კარგი. არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დროებითია და ამან შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს. დამწყებ მომღერლებს მინდა ვურჩიო ეს არ გააკეთონ.  

მარიტა, იგეგმება თუ არა შენს რომელიმე სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო-რგოლის გადაღება?

ძალიან კარგი რამ მითხარით მე თქვენ ის რომ თურმე თქვენთან, თქვენს რადიოში შესაძლებელია სიმღერის ჩაწერაც და კლიპის გადაღებაც და აუცილებლად იქნებ საახლაწლოდ რაიმე ახალი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს.