ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

ჩილეში, კადეტ ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე,  საქართველოს პირველი  ოქრო  ლაშა  ბექაურმა  მოუტანა.  ტურნირის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლი მოიპოვეს.

-63კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს  მედალი  მოიპოვა.  ჭანტურია  მესამე  ადგილისთვის  ბრძოლაში  ბრაზილიელ  სპორტსმენს  უნდა  შეხვედროდა  თუმცა  მეტოქე  არ  გამოცხადდა, რის  შედეგადაც  ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატის  ბრინჯაოს  პრიზიორი გახდა. 
-73კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა ბექაურმა ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაშის იპონით სძლია და მსოლფიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს  55კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.



  • Justin Timberlake

    Lovestoned
  • Lynyrd Skynyrd

    Lynyrd Skynyrd
  • Alan Walker

    Alone Mikis Remix Radio Edit