კომპანია "ლეგო" ჩინური ახალი წლის დადგომას ახალი ყვითელი ძაღლით ხვდება

  კომპანია „ლეგო“-მ სპეციალურად ძაღლის წლის დადგომასთან დაკავშირებით ახალი ყვითელი ძაღლის სათამაშოს დიზაინი შექმნა.

   სათამაშო, რომელიც მომავალ წელს გამოვა, ამ ეტაპზე მხოლოდ დიზაინის და ინსტრუქციების სახით არსებობს.

   ეს არის მეხუთე სეზონური პაზლი, რომელიც დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ  ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად გამოუშვა. პირველად 2013 წელს 243 ნაწილიანი კონსტრუქცია იყო, რომელიც გველის ფორმას ქმნიდა.  ასევე შეიქმნა ცხვრის, მაიმუნისა და მამლის ფიგურები.

  ჩინური კალენდრის მიხედვით ძაღლის წელიწადი 2018 წლის 16 თებერვალს იწყება. ძაღლი არის მეთერთმეტე ნიშანი 12 ზოდიაქოს შორის.

   2 დეკემბერს  შანხაის მაღაზიებში გაყიდვაში ქალაქის ლეგოსეული ვარიანტი შემოვიდა. ეს არის პირველი ჩინური ქალაქი, რომლის ვერსიაც კომპანია „ლეგომ“ შექმნა.   



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix