''კიოლნმა'' ჩინურ კლუბს მოდესტი 25 მილიონ ევროდ არ დაუთმო

''კიოლნმა'' ჩინეთის კლუბ ''ტიანცზინს'' ფრანგ ფორვარდ ანტონი მოდესტის ტრანსფერთან დაკავშირებით უარი უთხრა.

პორტალ Express.de. -ს ინფორმაციით, აზიელები გერმანულ კლუბს 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა ''თხებმა'' საუკეთესო გოლეადორის შენარჩუნება გადაწყვიტეს. ჩინური კლუბი მზად იყო, 29 წლის მოთამაშისათვის 3,5-წლიან კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო გადაეხადა. აღსანიშნავია, რომ თავად გამოცდილი სპორტსმენი ''ტიანცზინში'' გადაბარგების სურვილს გამოთქვამს.

ანტონი მოდესტმა ''კიოლნის'' მაისურით გასულ სეზონში გამართულ 37 დაპირისპირებაში 27 გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight