ხელოვნების ფესტივალი ვანლინში

ჩინეთში, ვანლინის ხელოვნების მუზეუმში ჰუბეის სახვითი ხელობნების მეხუთე და ჰუბეის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ფესტივალები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში,  80 განსხვავებული გამოფენა ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაიმართება. გამოფენა მოიცავს მელნისა და ზეთის მხატვრობას, სკულპტურებს და სხვადასხვა ინსტალაციებს.

ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც 678 ჩინელი და უცხოელი ხელოვანების მიერ არის შექმნილი, ჯამში 1,542 ცალს მოიცავს.

ფესტივალი 19 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.