ხელი შეუშალეთ დაბერების პროცესს!

დროსთან ერთად იცვლება სხეულის ფორმა, სიმკვრივე... ნებისმიერი დაავადება და ჰორმონალური ძვრები რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს პირველ რიგში კანზე და ლორწოვან გარსზე აისახება. ასე მაგ: კანის სხვადასხვა ლაქების, გამონაყარის და პრობლემის მეშვეობით მრავალი დაავადების მხრივ ხდება გარკვეული პროგნოზის გაკეთება.
ქალის სხეული განსაკუთრებით ფაქიზია, რაც წლები გადის მით უფრო მეტ ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს კანი. პირველ რიგში ასაკი დეკოლტეს მიდამოზე შეიმჩნევა. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ ან ხელი შეუშალოთ მის ადრეულ ასაკში განვითრებას.


მოვლა სახლის პირობებში

უნდა მოიცავდეს რამოდენიმე ეტაპს: ყოველდღიური გაწმენდა, ტონიზირება და კანის კვება. კვირაში ერთხელ აუცილებელია ღრმა გაწმენდა, განსაკუთრებული კვება და მასაჟი.

გაწმენდა

პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სწორად დაბანა: გელი უნდა წავისვათ სახეზე, კისერზე და დეკოლტეს მიდამოში, და არა მარტო სახეზე.

თუკი იღებთ დუშს, გამოიყენეთ კისრის და დეკოლტეს ღრუბელი. ის უნდა იყოს რბილი, რადგან ამ ზონების ტრავმირება ძალიან ადვილია. რაც შეეხება დუშ-გელს, მას უნდა ქონდეს ნეიტრალური PH – ასეთი საშუალება არ გამოაშრობს და არ გააღიზიანებს ნაზ კანს.

ღრმა გაწმენდა

კვირაში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ კისრის და დეკოლტის არის პილინგი, რათა გავწმინდოთ კანი უკვე მკვდარი უჯრედებისგან და აღვადგინოთ სუნთქვა. პილინგმა არ უნდა გამოიწვიოს ტრავმირება. უმჯობესია შევარჩიოთ საშუალებები ფერმენტებით ან მცენარეული მჟავებით.

ტონიზირება

კისრის და დეკოლტეს კანს, ისევე როგორც სახის კანს, ჭირდება ტონიზირება. ამისათვის გამოიყენეთ დამატენიანებელი ტონიკი ან ლოსიონი მცენარეული კომპონენტებით დაბანის შემდეგ.


გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ კვების რაციონი, სითხის დღიური მიღების ნორმა, შეიქმენით დადებითი განწყობა, პოზიტირუად განეწყეთ ახლობლების და ზოგადად ადამიანების მიმართ რადგან ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ჯანრთელობაზე, სილამაზესა და ცხოვრების ხარისხზე.



  • Lynyrd Skynyrd

    Santa Claus Is Coming To Town
  • Alan Walker

    Alan Walker
  • Merry Christmas

    Jingle Bells