ხელების ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლა

ხელის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ვინაიდან ხელი ეს სხეულის ღია ნაწილია, რომელიც განუწყვეტლივ განიცდის ატმოსფერული ფაქტორების ზეგავლენას.
ხელის კანი უნდა იყოს მკვრივი, სუფთა და რბილი, თუ ის ჯანმრთელი და მოვლილია.ხელების კანის მოვლა აუცილებელია არა მარტო კოსმეტიკური, არამედ ჰიგიენური თვალსაზრისითაც.

ხელები დაბანის შემდეგ კარგად უნდა შეიმშრაოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სველი ხელით ჰაერზე გასვლა. ეს გამოიწვევის კანის გამოშრობას და გაუხეშებას.
ხელის ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ცხელი წყლით, კანის სიმშრალეს და დანაოჭებას იწვევს. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება, დამარბილებელი მალამოების გამოყენება.

ფრჩხილები მუდამ სუფთად უნდა გქონდეთ, განსაკუთრებული მოვლა კი ფრჩხილების ქვეშ დაგროვილ ბაქტერიებს უნდა მიაქციოთ.  ხელების დაბანის დროს ფრჩხილები სპეციალური ჯაგრისით უნდა ამოიწმინდოთ. ფრჩხილები კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოიჭრათ.
თუ მზისგან ხელებზე კანი გამოგიშრათ:
გაიკეთეთ ხელებზე ზეითუნის ზეთისა და ერთი წვეთი ლიმონის ნარევის ნიღაბი ან ზეითუნის ზეთისა და პროპოლისის (3:1) ნარევის ნიღაბი.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight