ქართველმა 21-წლამდელებმა მოუგებელი სერია ლიტვასთან შეწყვიტეს


საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება იზეიმა.

''მიხეილ მესხის'' სახელობის არენაზე გამართული დაპირისპირების ბედი 55-ე წუთზე რიმვიდას სადაუსკასის მიერ გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა. ბალტიისპირელებმა მატჩი 10-კაციანი შემადგენლობით დაასრულეს. 53-ე წუთზე წითელი ბარათი იუსტას ლაზიცკასმა მიიღო.

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უკავია.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ დაპირისპირებას ქართველი ფეხბურთელები უკვე მომავალ წელს ჩაატარებენ. 23 მარტს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს უმასპინძლებს.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight