კაროლინ გარსიამ წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური პირველად მოიპოვა

კაროლინ გარსია ქალ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მერვე მონაწილე გახდა.

ფრანგ სპორტსმენს მსგავსი პატივი მას შემდეგ ერგო, რაც ბრიტანელმა ჯოანა კონტამ მოსკოვში დაგეგმილ ''კრემლის თასიდან'' ფეხის ტრავმის გამო მოიხსნა. გარსიას WTA-ის რეიტინგში ამ დროისათვის 3795 ქულა აქვს და კონტას 185 ქულით უსწრებს. ''კრემლის თასზე'' შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში ბრიტანელი ფრანგ კონკურენტს აჯობებდა და სინგაპურში სწორედ იგი გაემგზავრებოდა.

აღსანიშნავია, რომ კაროლინ გარსია წლის შემაჯამებელ ტურნირზე კარიერაში პირველად გამოვა.

ქალ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი 22 ოქტომბერს დაიწყება და 29 ოქტომბრამდე გასტანს.

 



  • Levan Gvazava & Margo Luchko

    White Christmas
  • Duck Sauce

    Duck Sauce
  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas