კახა შენგელია: ,,მთავარია რას დადებენ და როგორი თამაშის წესები იქნება“

ვეტერანი კალათბურთელი კახა შენგელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. წინასაარჩევნო ვითარებასა და ქართული კალათბურთის პრობლემებზე კახა შენგელიამ ,,ღია მიკროფონში“ ისაუბრა.

OPEN MIC:  შეგიძლიათ დამიდასტუროთ არჩევნებში მონაწილეობა?

კახა შენგელია:  გიდასტურებთ! აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მას შემდეგ რაც ფედერაციიდან წამოვედი ეს საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია, თუმცა  ვფიქრობდი იმაზე თუ როდის გამეცხადებინა ამის შესახებ ოფიციალურად. მქონდა მცდელობები, რომ დალაგებულიყო ფედერაციაში სიტუაცია და არ მისულიყო საქმე იქამდე სანამდეც მივიდა. შეურაცხჰოფას არავის ვაყენებ, თუმცა დღეს ვერ ვხედავ ისეთ ხალხს, რომელიც მოვა და დაალეგებს სიტუაციას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ერთ-ერთი კანდიდატი შიო ხეცურიანი არ აპირებს ამჟამად დაკავებული თანამდებობის დატოვებას და შეთავსებით უნდა იყოს  კალათბურთის ფედერაციაში. ვფიქრობ, რომ ეს არასერიოზული მიდგომაა. კალათბურთი ისეთი სფეროა, 24 საათიან რეჟიმში მუშობას მოითხოვს. რაც შეეხება პაატა გურასპაულს. იმ შემთხვევაში თუ  ფედერაციის  მხრიდან იყრის კეჭს,  მძიმე მემკვირდეობა ხვდება და ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მე დავურეკე მას და ვკითხე რამდენად შეძლებს  ამ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას.

OPEN MIC:  ელოდებით თუ არა თავად მიქმედ პრეზიდენტს კანდიდატად, თუ პაატა გურასპაულია მისი შემცვლელი?

კახა შენგელია:   სწორედ აქეთ მიმყავდა საუბარი. პაატას შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სახეცვლილ ფედერაციას. უბრალოდ არ იქნება მიხეილ გაბრიჩიძე, თუმცა დარჩება იგივე ხალხი.  სიმართლე გითხრათ პაატა გურასპაულს დიდ პატივს ვცემ და არ მემეტება  ამ სიტუაციისთვის.

OPEN MIC:  თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ბასკონიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და მის უარყოფით მხარეებზე.  ქართული კალათბურთის უმთავრესი პრობლემა დღეს არის თუ არა ეს კონტრაქტი?

კახა შენგელია:  არის მთავარი პრობლემა, თუმცა ახლა მთავარი საკითხი ამ კაბალური ხელშეკრულებიდან თავის დაღწევის გზების მოძებნაა. დროულადაა ამის შეჩერება საჭირო. რაღაც მომანტში მეგონა რომ ხელშეკრულების შეჩერება შევძელით. მაშინ სპორტის მინისტრმაც გააკეთა განხცხადება, თუმცა მოხდა ისე, რომ ფედერაციამ საჭირო თანხების მოძიები და კონტრაქტის გაგრძელება შეძლო, თან ჩუმად. სხვათაშორის ჩუმად ჩაატარეს ბოლო გამგეობის სხდომაც. ახლა ველოდები იმის გაგებას  თუ რა პრინციპით ტარდება მომავალი არჩევნები, როდესაც  თავად უნდა ვყოფილიყავი ამ სხდომაზე. რომ არ დამიძახეს გასაგებია, მაგრამ ისიც ვერ გავარკვიე სად ტარდებოდა აღნიშნული სხდობა. ვიცოდი მხოლოდ სხდომის ჩატარების თარიღი. ახლა მთავარია რას დადებენ და როგორი თამაშის წესები იქნება.

OPEN MIC:  თქვენთვის არჩევნები ახალი არ არის შესაბამისად კარგად იცით რა პროცედურებთან  გექნებათ საქმე. როგორია წესდება  და რის საშუალებას აძლევს ის კანდიდატებს?

 

კახა შენგელია:  დღეს არსებული წესდება თავის დროზე იყო ,,შეჩეჩებული“ ყრილობის დელეგატებისთვის. რამოდენიმე კლუბმა და დელეგატმა წესდება მიიღო კენჭისყრის დღეს და ჩემდა გასაკვირად ყველამ კენჭი უყარა ვატო ნაცვლიშვილის გარდა, რომელაც განაცხადა, რომ არ წაუკითხავს წესდების შინაარსი და ამის გარეშე ვერ დააფიქსირებდა პოზიციას.  

OPEN MIC: გამოდის, რომ არ არის საკალათბურთო სამყარო მზად წესრიგისთვის?

კახა შენგელია:  ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ არის მასში სიმართლის მარცვალიც. ან ეზარებათ წაკითხვა  და მოსმენა. მე მაინც გულგრილობას მივაწერ. მოქმედ ფედერაციასი თითქოს მიშვებულია ყველაფერი და ინერციით მიდის, ასეთ შემთხვევაში  მარტივი მისახვედრია საითაც მიდის ყველაფრი.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight