კახა ჭუმბურიძე: ,, 2018 წლიდან საფეხბურთო სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭება დაიწყება“

მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაანონსებული აქვს ბავშვთა ფეხბურთის  განვითარების პროგრამის პრეზენტაცია. იქნება თუ არა ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებით ამაზე ,,ღია მიკროფონში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ისაუბრა.

 

OPEN MIC:  რა ვითარებაა დღეს ბავშვთა ფეხბურთში?

კახა ჭუმბურიძე:  ყველაზე მთავარი საქმე რაც უნდა გაგვეკეთებინა  იყო  საფეხბურთო სკოლების შესწავლა და აღრიცხვა საქართველოში.  ქვეყნის 13 რეგიონში წარიმართა ეს პროცესი. მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყებთ მწვრთნელების გადამზადების პროცესსაც. 1000-მა სკოლამ მოგვმართა თხოვნით და სპორტისა და განათლების სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა. ეს ნისნავს იმას, რომ ფიზკულტურის მასწავლებლები გადაემზადებიან საფეხბურთო მიმართულებით და მათ შეეძლებათ მისცენ პირველადი განათლება სკოლებში სრულიად უფასოდ.

შემდეგ ნაბიჯია შეიქმნას რეგიონებში საფეხბურთო აკადემიები. არსებულ აკადემიებს დაემატება  საფეხბურთო აკადემია მარტვილშიც. ლაგოდეხში არსებული ბაზა კი წლის ბოლომდე სრულად დაკომპექტებული იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მოწყობა რეგიონებში. ამის გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. ამ მიმართულებითაც მიდის აქტიური მუშაობა

OPEN MIC:  არის ჩვენი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ დადგეს საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების საკითხი?

კახა ჭუმბურიძე:  მას შემდეგ რაც გაკეთდა ანალიზი ამის შესაძლებლობა გაჩნდა. 2018 წლიდან ჩვენ დავიწყებთ საფეხბურთო სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭებას. იქნება დაწერილი პროგრამა და გვეცოდინება საით უნდა წავიდეთ და როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი.

OPEN MIC:  ამ ერთგვარი რეფორმის ფარგლებში თუ არის ნაფიქრი როგორ უნდა გახდეს ფეხბურთი მეტად ხელმისაწვდომი საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისთვის?

კახა ჭუმბურიძე:  ის რომ სკოლაში შევა ფეხბურთი და 7-8 წლამდე ბავშვები უფასოდ მიიღებენ საფეხბურთო განათლებას, პლუს რეგიონალური ნაკრებების შექმნა, ნიშნავს იმას, რომ სპორტის ეს სხეობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ფეხბურთის განვითარების ფონდის მთავრი მიზანი არის კლუბების განკერძოება, ეს კი კლუბების მხრიდან ბავშვთა სკოლის არსებობის მოთხოვნას აჩენს. როცა კლუბები არის კერძო საკუთრებაში ინტერესი იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდოს, მეტია.

OPEN MIC:  მუდმივად ხდება აპელირება სპორტული სტრუქტურების  წარმომადგენლების მხრიდან, რომ განათლება სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ბავშვთა ლიგებში ოფიციალური მატჩები ხშირ შემთხვევაში სასწავლო პროცესს ემთხვევა. მუშაობთ ამ პრობლემის მოგვარებაზე?

კახა ჭუმბურიძე:  ეს პრობლემები გამოწვეულია ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო. მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გამოჩნდა წინსვლა და შესაბამისად მატჩების გადანაწილებაც ისე  მოხდება, რომ ნაკრებად შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. განატლება ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ლიცენზირების გავლის შემდეგ საფეხბურთო სკოლებს ექნებათ ვალდებულება, რომ ბავშვებს მოთხოვონ განათლება.

OPEN MIC: ბავშვთა ფეხბურთის გავითარება პრიორიტეტულია ფეხბურთის ფედერაციისთვის?

კახა ჭუმბურიძე:  ბავშვთა ფეხბურთის განვითარება არის პირველი რიგის ამოცანა. ამ მიმართულებით მოლოდინის რეჟიმში არ ვართ. ამისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმარისად ბევრი გაკეთდა.

 



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)