იტალიელთა სასტარტო გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო სამი ქულა მოიპოვა.

C ჯგუფში მოასპარეზე აპენინელებმა დანიელ თანატოლებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 54-ე წუთზე თავი ლორენცო პელეგრინიმ გამოიჩინა. 86-ე წუთზე სკიანდინავიელთა კარი ალესანდრო პეტანიამ აიღო.

ამავე ჯგუფში გერმანიამ ასეთივე ანგარიშით ჩეხეთს აჯობა. გერმანელთა მხრიდან გოლები მაქს მაიერისა და სერჟ გნაბრის ანგარიშზეა.

დღეს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ტური დაიწყება. A ჯგუფში თბილისის დროით 20:00 საათზე ინგლისისა და სლოვაკეთის დუელი გველის, ხოლო 22:45 საათზე ტურნირის მასპინძელი პოლონეთი შვედეთს შეხვდება.