''ინტერი'' ტომას ვერმაელენს იწვევს


კატალონიის ''ბარსელონას'' ბელგიელმა მცველმა ტომას ვერმაელენმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია-A-ში გააგრძელოს.

გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, 31 წლის მოთამაშის შეძენის სურვილს მილანის ''ინტერი'' გამოთქვამს. გარიგება სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შედგება. გამოცდილმა ფეხბურთელმა ''ბლაუგრანას'' რიგებში ბოლო მატჩი ზაფხულში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ტომას ვერმაელენმა გასული სეზონი განათხოვრების წესით ''რომას'' შემადგენლობაში გაატარა. სპორტსმენმა ''ჯალოროსის'' ღირსება 12 დაპირისპირებაში დაიცვა.

 

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight