ილია ზუროსი: "ნაკრების თითოეული მოთამაშე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი"

საქართველოს  ნაკრემა  თილისის  მერიის  თასის  ფარგლებში    ჩეხეთის  ნაკრებები დაამარცხა.    მატჩის დასრულების   შემდეგ  საქართველოს  ნაკრების  მთავარმა  დამრიგებელმა ილიას  ზუროსმა,    მედიის  წარმომადგენლებთან  ისაუბრა], ზუროსმა   მეტოქეზე  ისაუბრა, ასევე ნაკრების სამზადისზე  და  სათამაშო  კომპონენტებზე  გაამახვილა  ყურადღება.

"დიდი  მადლობა  გულშემატკივარს, ძალიან  რთული  ზაფხულია  და   გვჭირდება  დახმარება  და  ეს დახმარება  თვალშისაცემია. ჩვენ  დღეს  ვეთამაშეთ  ისეთ  გუნდს  რომელთანაც  ამ  ციკლში არ  გვითამაშია  ძალიან კარგი  მწვრტნელით და  გუნდს რომელსაც შეუძლია  სამ ქულიანების  ჩაგდება პერიმეტრიდან. სწორედ მომენტი შორი  სროლების  გვიქმნიდა  პრობლემას.   თუმცა ძალიან  კმაყოფილი ვარ  ყველა  მოთამაშის  თამაშით.  ჩვენ  ამ შეხვედრაში  გამოვცადეთ  რამოდენიმე  პრაქტიკა  რომელსაც  აქამდე  არ  ვიყენებდით. არის  დარჩენილი ევროპის  ჩემპიონატამდე  დრო, არსებული  პრობლემების  გამოსასწორებლად როგორც  დაცვაში  ასევე   შეტევაში.  და  ამის  გამოსასწორებლად   კიდევ  წინ  გვაქვს  ოცი  დღე  .  

სანიკიძე  გვაკლია  მნიშვნელოვანი რომელიც  ნაკრების  მნიშვნელოვანი  მოთამაშეა. გუნდს  გამოაკლდა ბექა  ბურჯანაძე. მანუჩარ  მარკოიშვილით  ძალიან კმაყოფილი ვარ, ტრამვის  შემდეგ  დაბრუნებისას. ასევე  ზაზა,  შერმო და  თოკო...  ჩვენი  მიზანია  მაქსიმალურად  ჩავრთოთ  მაღალი  მოთამაშეები   ასევე  გოგა  ბითაძე  და  ლონდარიძე  რომელმაც ნამდვილად  წარმოაჩინა  თავისი  თავი. გუნდში  მთავარი  პრობლემა შეთამაშება, გუნდურობა და   ფუნქციების  განაწილებაა. ნაკრების   ყველა  მოთამაშე  არის  ძალიან  მნიშვნელოვანი,   31  წელია  რამც  მწვრთნელი  ვარ  და  ყველაფერი  მოდის  ნაბიჯ  ნაბიჯ  მთავარი  მიზანია  წავიდეთ  მომზადებულები  და  ჯანმრთელები.   და  შემდეგ  დავძლიოთ  პირველი ეტაპი რასაც  ქვია  ჯგუფიდან  გასვლა და   შემდეგ  შეიძლება  სხვა  მიზნებზე  ფიქრი. მთავარი დავალება არის  გუნდთან  რომ მათ  ითამაშონ კარგი დაცვა. გვაქვს  დიდი   შეტევითი  პოტენციალი,  ჩეხეთთან   მომდევნო თამაშისთვის  რა  თქმა  უნდა გამოვიყენებთ სხვადასხვა  კომბინაციებს   და  ახალ  სათამაშო  კომპონენტებს  შევიტანთ  შემდეგი  თამაშისთვის."- აღნიშნა  ილიას  ზუროსმა.

 შეგახსენებთ,  რომ  თბილისის  მერიის  თასი   13  აგვისტოს  ჩატარდება, საქართველოს  ნაკრები  კვლავ  ჩეხეთის  გუნდს  დაუპირისპირდება  და   მატჩზე  დასწრება  თავისუფალია.   



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight