ჰერტოგენბოშის ტურნირზე ჟილ მიულერმა გაიმარჯვა

ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში ბალახის საფარზე გამართული ATP-ის ტურნირი ჟილ მიულერის გამარჯვებით დასრულდა.

გამოცდილმა ლუქსემბურგელმა ფინალურ მატჩში 38 წლის ხორვატი ივო კარლოვიჩი ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით- 7:6, 7:6 დაამარცხა.

34 წლის ჟილ მიულერმა ATP-ის ტურნირებზე კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა.