''გუანჯოუ ევერგრანდმა'' ლიდერობა განიმტკიცა


ჩინეთის საფეხბურთო სუპერ ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა ''გუანჯოუ ევერგრანდმა'' მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

მე-13 ტურში ლუის ფელიპე სკოლარის გუნდმა გასვლით შეხვედრაში ''გუიჩჟოუ ჩჟიჩენი'' 2-0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. მასპინძელთა კარში გოლები ჟაო ლინმა და ბრაზილიელმა ფორვარდმა რიკარდო გულარმა გაიტანეს.

''გუანჯოუ ევერგრანდი'' სატურნირო ცხრილს 34 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ''შანხაი სიპგ''-ს უკვე ოთხი ქულით უსწრებს. მე-3 პოზიციაზე მყოფ ''ხებეის'' აქტივში 28 ქულაა.

 



  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas
  • Maren Morris

    Maren Morris
  • Chris Rea

    Driving Home For Christmas Remix