გიორგი ჭიაბრიშვილი: ,, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე და ამის გამო არც მადლობას ვიმსახურებთ და არც გაკიცხვას“

საფეხბურთო კლუბმა ,,საბურთალო“   ეროვნული ლიგის  გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და შანსი აქვს ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს. როგორ აფასებენ გუნდში დასრულებულ სეზონს ამაზე ,, ღია მიკროფონში“ ჩემი სტუმარია ,,საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

 

OPEN MIC:   როგორ აფასებთ უკვე დასრულებულ სეზონს?

გიორგი ჭიაბრიშვილი: პროგრესი არის. სულ სამი სეზონის უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ და შედეგობრივად მაჩვენებელი ყოველწლიურად უმჯობესდება. ყველაზე რთული ჩემპიონატის იყო წლევანდელი გათამაშება. ყველა თამაშში ნებისმიერი გუნდი იყო მოტივირებული. შესაბამისად ამ კარგ, კონკურენტუნარიან  ჩემპიონატში მოპოვებული მე-4 ადგილი ძალიან მახარებს.

OPEN MIC:  2 დეკებმერს თასის ფინალში გადაწყდება( თუ ,,ტორპედო“ გახდა გამარჯვებული) გადაწყდება მიიღებთ თუ არა ევროპა ლიგის საგზურს. არის გუნდი ამისთვის მზად?

გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ვფიქრობ , რომ ევროტურნირზე შედეგის დასადებად მზად არ ვართ. ჩემთვის შედეგი არის ჯგუფში მოხვედრა, კარგად ვითამაშეთ თუ საკმარისია, მაშინ შეიძლება კარგად ვითამაშოთ. მაგრამ მთავარი რაც ჩვენ ამ ტურნირზე შეგვიძლია არის გამოცდილება. ახალგაზრდა  ფეხბურთელები გადავლენ სხვა ეტაპზე. როცა ამის ტრადიცია შეიქმნება, შემდეგ არის შანსი რომ შედეგზე ვიფიქროთ.

OPEN MIC:  რა დადებითი მხარეები  გამოიკვეთა წელს ,,საბურთალოში“?

გიორგი ჭიაბრიშვილი: ფეხბურთელებმა,  რომლებიც წელს პირველ გუნდში დავაწინაურეთ, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს გათამაშება. მათ მარტივად მოახდინეს ადაპტირება. გუნდში ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ფეხბურთელებმა , რომლებიც დავიმატეთ. ყოველივე ეს კი იმედს მაძლევს.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წელს საკადრო პრობლემების გამო ,,საბურთალომ“ ვერ უჩვენა თავისი მაქსიმუმი.

OPEN MIC:  რა ცვლილებები იგეგმება შემადგენლობაში ახალი სეზონისთვის?

გიორგი ჭიაბრიშვილი: ერთი სიახლე გვაქვს. გუნდი დატოვა ალბანელმა ლეგიონერმა. ნდუე მუეციმ თავი კარგად გამოიჩინა, თუმცა მივიჩნიე, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ წარმოადგენდა აუცილებლობას. დანარჩენი ფეხბუღტელების შენარჩუნებას ვცდილობ. რა თქმა უნდა  გაძლიერებას ვაპირებთ, მაგრამ ჯერ დაველოდებით 2 დეკემბერს, მოვიპოვებთ თუ არა ევროპა ლიგის საგზურს და ამის მიხედვით განვახორციელებთ ტრასფერებს. ჩემი სურვილია ევროპა ლიგაზე გასვლამ დიდად არ შეცვალოს კლუბის სტრატეგია.

OPEN MIC: განვლილი წლები და ნაჩვენები შედეგები გაძლევთ თუ არა იმის საფუძველს, რომ ახალი სეზონი ,,საბურთალომ“ უფრო დიდიდ ამბიციით დაიწყოს?

გიორგი ჭიაბრიშვილი: უამბიცია არც ჩვენი ხელმძღვანელობაა, არც მწვრთნელები და არც ფეხბურთელები, მაგრამ ამბიცია არ უნდა აჭარბებდეს შესაძლებლობებს. ეს უკვე თავის მოტყუებაში გადადის. ჩემი ამბიციაა, რომ ყოველ წელს დავინახო ფეხბურთელები, რომლის დაწინაურებაც პირველ გუნდში არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, მე როგორც მწვრთნელი ვიქნები მშვიდად.

OPEN MIC:  ის, რომ ჩემპიონი ბედი ბოლო ტურში გადაწყდა, თავისი წვლილი ,,საბურთალომაც“ შეიტანა. რომა არა თქვენთან დაკარგული ქულები 35-ე ტურში, ,,დინამოს“ პრობლემა არ შეექმნებოდა. როგორ შეაფასებთ ეროვნული ლიგის ფინალს?

გიორგი ჭიაბრიშვილი: უამბიციოდ არცერთი შეხვედრა არ უნდა ჩაატარო. შასაძლოა შენ არ გჭირდებოდეს ქულები, მაგრამ სხვას სჭირდება შენი შედეგი. ბევრისგან მოვისმინე, რომ ,,საბურთალოს“ ბრალია ან ,,საბურთალოს“ დამსახურებაა რაც მოხდა. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე და ამის გამო არც მადლობას ვიმსახურებთ და არც გაკიცხვას.  რაც შეეხება საჩემპიონო შეხვედრას; ძალიან კარგი იყო. ეს ყველაფერი ფეხბურთს გავს უკვე.

 

 

 



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix