გაუმკლავდით გაციებას და გრიპს ერთი მცენარის მეშვეობით

შემოდგომის სეზონზე ორგანიზმს გაძლიერება და დაცვა სჭირდება. იმუნიტეტის გგაძლიერება და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა საკვების, ხილის მიღებისა და ცხოვრების წესის გაჯანსაღების შედეგად არის შესაძლებელი. მოგეხსენებათ ამ პერიოდში, როდესაც ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო მოსახლეობის ავადობის, ვირუსებისა და გაციების რიცხვი იზრდება.


მცენარე რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, სწორედ ჩამოთვლილი პრობლემებისგან გასათავისუფლებლად გამოიყენება. ქაცვის სამკურნალო თვისებები, უპირველესად, მის ნაყოფში არსებული ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ორგანული მჟავების გასაოცრად მაღალი შემცველობით არის განპირობებული, რომლებიც ბევრი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. 

ქაცვი მდიდარია C, B1, B2,  B6, P ვიტამინებით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმითა და სხვა მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, ფლავინოიდებით. იგი კანის სხვადასხვა სნეულების, წყლულოვანი დაავადების, C ვიტამინის ნაკლებობის, ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება. ამ მცენარის ნაყოფს მკვებავი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და ბიომასტიმულირებელი ეფექტიც აქვს. ქაცვი ძალზე პოპულარულია კოსმეტიკაში – იგი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას და დანაოჭებისგან იცავს.

ქაცვის ნაყოფისგან გემრიელი და სასარგებლო სასმელი მზადდება, რომლებიც ორგანიზმის მოსაძლიერებლად და ძალების აღსადგენად კარგია ქაცვისგან მომზადებული სასმელები, რომლებსაც, ხშირად, გაციების საწინააღმდეგო საშუალებადაც იყენებენ.

 

ქაცვის ჩაის მომზედების წესი: 

ჭიქაში ჩაასხით ცხელი, ადუღებული წყალი, დაამატეთ თაფლი და ლიმონი, კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქაცვი, 1 ჩაის კოვზზე რაც დაეტევა. ჯერ კარგად მოურიეთ, შემდეგ კოვზითვე ჩაჭყლიტეთ ქაცვი. ჩაის აქვს სასიამოვნო, ტკბილ-მჟავე გემო.



  • Duck Sauce

    Radio Stereo Bingo Players Radio Edit
  • Destiny S Child

    Destiny S Child
  • Maren Morris

    My Church