გაირუჯეთ ადვილად რამდენიმე მარტივი წესის მეშვეობით

მზის სხივებზე ყოფნა სასარგებლოა დილის 8სთ-დან 12სთ-მდე და საღამოს 6სთ-დან 8სთ-მდე.
ამასთან არ შეიძლება ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ მზეზე ყოფნა, დროგამოშვებით ჩრდილში უნდა გადაინაცვლოთ.
მზის აბაზანის მიღების დროს თავზე აუცილებელია მზისგან დამცავი ქუდი გეფაროთ.

არ არის რეკომენდირებული მზის აბაზანის მიღების წინ საპნით დაბანა, რადგან საპონი კანს აცლის ცხიმს, ამიტომ კანი მზეზე ადვილად იწვება და სკდება. მზის აბაზანის მიღების შემდეგ ხელ-პირი მალევე არ უნდა დაიბანოთ საპნით, უმჯობესია კანი მაწონში ამოვლებული ბამბით გაიწმინდოთ. თუ კანი დასიცხულია მაწონი მეტი რაოდენობით უნდა წაისვათ და ნახევარი საათის შემდეგ ნელ-თბილი წყილით უნდა ჩამოიბანოთ.

ძლიერად დამწვარ კანზე უნდა დაიდოთ ათქვეფილი ცილისა და არაჟნის ნარევი. ის დამწვარ იარებს ადვილად მოგიშუშებთ. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე რძეში ამოვლებული დოლბანდის საფენები.

ზღვაზე ან მდინარეზე ყოფნის დროს არ უნდა დაივიწყოთ მზის სათვალეების გაკეთება. მზეზე ასეთი ტიპის სათვალის ტარებას არა მხოლოდ ჰიგიენური მნიშვნელობა, არამედ ესთეტიკური დატვირთვაც აქვს.
მცხუნვარე მზის სხივები უარყოფით გავლენას ახდენს თმაზე, რადგან ახუნებს და აშრობს მას, ამიტომ თმაზე წინასწარ წაისვით სპეციალური თმის ზეთი, კარგად დაივარცხნეთ და შემდეგ მიეფიცხეთ მზეს.
გაითვალისწინეთ, მზის აბაზანის მიღებისთანავე წყალში ჩასვლა არ არის რეკომენდებული.

ზოგ ადამიანს უყვარს ძილის წინ, ღამით ბანაობა, რამაც შესაძლოა ძილი გაგიკრთოთ.
ელემენტარული წესები ცოდნა, აუცილებელია რომ დასვენება უფრო სასიამოვნო და საინტერესო გამოგივიდეთ.