ფლორენტინო პერესი ''რეალის'' პრეზიდენტად 2021 წლამდე დარჩება


მადრიდის ''რეალის'' პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თანამდებობას 2021 წლამდე შეინარჩუნებს. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

''სამეფო გუნდის'' პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა 18 ივნისს ამოიწურა და მომავალ არჩევნებზე 70 წლის ფუნქციონერი ერთადერთი კანდიდატი იქნება.

ფლორენტინო პერესი აღნიშნულ პოსტზე მესამე ვადით იმუშავებს. ეს უკანასკნელი მადრიდელებს პირველად 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2006 წელს მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა, ხოლო 2009 წელს დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა.

2016/2017 წლების სეზონში ''რეალმა'' ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ამასთანავე ''ლოს ბლანკოსი'' გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა. გასულ სეზონში მადრიდელები ასევე UEFA-ს სუპერთასს დაეუფლნენ.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight