FIFA 2022 წლის მუნდიალის ზამთარში გადატანის გამო ევროპულ კლუბებს კომპენსაციის სახით 1 მილიარდ დოლარს გადაუხდის

ტელეკომპანია ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში ჩატარების გამო, FIFA ევროპულ კლუბებს კომპენსაციის სახით მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს გადაუხდის.

მუნდიალის ზამთარში გამართვის გადაწყვეტილებამ ევროპის წამყვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების წარმომადგენლების მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოავლინა, ვინაიდან ტოპ-ლიგების მესვეურებს კალენდარში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა მოუწევთ.

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს.



  • Masse bros

    so typical (kaarlos & mozza remix)
  • Mad heart

    Mad heart
  • Steve aoki + waka flocka flame

    rage the night away (club edit)