ფერნანდეს ბორბალანმა „აიაქსის“ მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა

ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის ვარშავის „ლეგიასა“ და ამსტერდამის „აიაქსს“ შორის ესპანელმა არბიტრმა დავიდ ფერნანდეს ბორბალანმა ჰოლანდიელებს სუფთა გოლი არ ჩათვალა.

პოლონეთში გამართული დაპირისპირების პირველ ტაიმში სტუმართა ჰავბეკ დევი კლაასენის დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა, თუმცა 7 მეტრში მყოფმა ბორბალანმა ეს ვერ დაინახა და კარის აღება არ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „ლეგია“-„აიქსის“ დუელი საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა. მეტოქეებს შორის საპასუხო მატჩი 23 თებერვალს „ამსტერდამ არენაზე“ ჩატარდება.



  • Maroon 5 Remix

    This Summer's Gonna Hurt Like A Motherfu...
  • Michael Jackson + Justin Bieber

    Michael Jackson + Justin Bieber
  • Lady Gaga

    Americano