"ეროვნული საგანძური" ჩინეთში

ფართომასშტაბიანი კულტურული საგანმანათლებლო პროგრამა „ეროვნული საგანძური“ ჩინეთის ტელევიზიის ეთერში კვირას პირველად გამოჩნდა.

პირველ ეპიზოდში პეკინის სასახლის მუზეუმის მიერ ნაჩვენები იყო სამი საგანძური : ქვის ბარაბანი, ჩინელი მხატვრის ვან ცინმენის ნახატი „მთებისა და მდინარეების პანორამა“ და მრავალფეროვანი ჭიქურებით მორთული ანტიკვარული ლარნაკი. ცნობილი მსახიობები ვან კაი, ლი ჩენი და ტონი ლუნი ეროვნული საგანძურის დამცველებს ასახიერებდნენ და ამ საგანძურთან დაკავშირებულ ლეგენდარულ ისტორიას გადმოსცემდნენ.

სატელევიზიო შოუს მსვლელობისას ჩინეთის 9  მთავარი მუზეუმი თავიანთი ექსპონატებიდან 3 ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს წარადგენს თითოულ ეპიზოდში.

ეროვნული საგანძური მნიშვნელოვანი ისტორიული ექსპონატების ისტორიის გაცნობას ემსახურება და უძველესი ჩინური ცივილიზაციისა და ეროვნული საგანძურის გაცოცხლებას ისახავს მიზნად.

 



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)