ემბიიდმა "სიქსერსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ფილადელფია სიქსერსის" ახალგაზრდა ცენტრმა, ჯოელ ემბიიდმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ემბიიდი "სიქსერსის" ღირსებას 5 წლის განმავლობაში დაიცავს და სანაცვლოდ 146.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ტრავმის მიღების შემთხვევაში ემბიიდის ხელფასი საგრძნობლად შემცირდება.

კამერუნელ ცენტრს ტრავმის გამო კარიერის პირველი ორი სეზონი მთლიანად გაუცდა.

უკანასკნელ სეზონში 23 წლის ემბიიდის საშუალო მონაგარი 20.2 ქულას, 7.8 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

 

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight