,,ძენოს თვითშემეცნება"

იტალო ზვევო- ნამდვილი სახელი და გვარი ეტორე შმიცი, იტალიელი მწერალი.
მწერლის დიდი პოპულარომა განაპირობა წიგნმა სახელწოდებით ,,ძენოს თვითშემეცნება.“
განსხვავებული სტილი და წერის მანერა, შინაარსის ხშირი ცვალებადობა მკითხველში ინტერესს იწვევს.
წიგნის მოკლე შინაარსი შეგიქმნით წარმოდგენას საერთო სიტუაციაზე...
,,მე სწორედ ის ექიმი გახლავართ, რომელსაც ზოგჯერ უდიერად მოიხსენიებენ ამ მონათხრობში. ვისაც ფსიქოანალიზისა რაიმე გაეგება, ალბათ ისიც მოეხსენება, თუ სად უნდა მიუჩინოს ადგილი იმ ანტიპათიას, რომელსაც პაციენტი ჩემდამი გამოხატავს. ფსიქოანალიზზე არაფერს ვიტყვი, რადგან ამ ფურცლებიდან ისედაც ბევრს გაიგებთ მასზე. პირველ რიგში, ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო ჩემი საქციელისთვის, პაციენტი ავტობიოგრაფიის დასაწერად რომ წავაქეზე; ფსიქოანალიზის მკვლევარნი ცხვირს აუბზუებენ ამ სიახლეს, მაგრამ ის უკვე ხანში შესული გახლდათ და ვიმედოვნებდი, წარსულის გახსენებით ისევ დაუბრუნდებოდა ცხოვრების ხალისი, რომ ავტობიოგრაფია ფსიქოანალიზისთვის კარგი პრელუდია იქნებოდა. ეს იდეა დღევანდელი გადასახედიდანაც ნაყოფიერად მიმაჩნია, რადგან სრულიად მოულოდნელი შედეგები მივიღე, რომლებიც ალბათ კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა, ავადმყოფი მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რომ არ გამრიდებოდა და თავისი მოგონებების ხანგრძლივი, მოთმინებით აღსავსე გაანალიზების ნაყოფი ჩემთვის ხელიდან რომ არ გამოეცალა. ამ ჩანაწერებს შურისძიების მიზნით ვაქვეყნებ და იმედი მაქვს, მას ეს შეაწუხებს. თუმცა, მინდა ისიც იცოდეს, რომ მზად ვარ, მასთან ერთად გავიყო ის უხვი ჰონორარი, რასაც ჩანაწერების გამოქვეყნება მომიტანს, იმ პირობით, თუ მკურნალობას ისევ განაგრძობს. ისეთი დაინტერესებული ჩანდა თავისი პიროვნებით! რომ იცოდეს, რამდენი მოულოდნელობა ელოდება იმ სიმართლისა და ტყუილის გამო, რასაც მან აქ თავი მოუყარა!..“
მწერალი მოულოდნელობებითა და სიტუაციის ხშირი ცვალებადობით ნამდვილად დიდ ინტერესს და საოცარ შთაბეჭდილებას ქმნის მკითხველში.
რომანი შექმნილია მათთვის ვისაც უყვარს ბუნდოვანი, მისტიურობით მოცული შინაარსის წიგნები.



  • Maroon 5 Remix

    This Summer's Gonna Hurt Like A Motherfu...
  • Michael Jackson + Justin Bieber

    Michael Jackson + Justin Bieber
  • Lady Gaga

    Americano