დევიდ ბლატს NBA-ში დაბრუნება სურს

თურქული კლუბის, "დარუშაფაქას" მთავარ მწვრთნელს, დევიდ ბლატს NBA-ში დაბრუნება სურს. ამ ინფორმაციას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 30 სპეციალისტს შეუძლია NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და ძალიანაც მომეწონა. NBA-ში დაბრუნება მსურს,"- განაცხადა ბლატმა.

ბლატი 2014-16 წლებში "კლივლენდ კავალიერსს" თავკაცობდა. ებრაელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "კავალერები" NBA-ს ფინალში გავიდნენ, თუმცა "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" დამარცხდნენ.

ბლატი 2006-12 წლებში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი იყო.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight