დავით ცაბაძე: ,,ცხინვალს“ დავალიანება ისევ აქვს“

OPEN MIC:  რა შეიცვალა გუნდში კახი კაჭარავას წასვლის შემდეგ?

გოჩა  ჩიქოვანი:  მე და კახიმ ერთად დავიწყეთ მუშაობა და აქედან გამომდინარე, არაფერი შეცვლილა. არსებული გეგმის მიხედვით, გაგრძელდება ყველაფერი. ჯერჯერობით ვრჩებით სელექციის პირობებში.

OPEN MIC:  მათ შორის არიან ლეგიონერებიც?

გოჩა  ჩიქოვანი:  ,,ცხინვალში“ ისინჯება ორი ლეგიონერი. ხვალ ამხანაგური მატჩი გვაქვს „გაგრას“ წინააღმდეგ და ამის შემდეგ გადაწყდება სავარაუდოდ დარჩენა- არდარჩენის საკითხი.  

OPEN MIC:  რანგით დაბალ ლიგაში გადასვლა, მოტივაციის თვალაზრისით, უარყოფითად აისახება გუნდზე?

გოჩა  ჩიქოვანი:  ჩვენ კიდევ უფრო მოტივირებულები ვართ იმიტომ, რომ გვსურს კვლავ დაბრუნება პროლიგა 1-ში. ფეხბურთელები,  მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, ცდილობენ, რომ ის ჩავარდნა, რაც გუნდს ჰქონდა,  აღმოიფხვრას.

OPEN MIC:  როგორ და სად ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის?

გოჩა  ჩიქოვანი:  მომზადება ნაკრების ბაზაზე დავიწყეთ, თუმცა დაიწყო სარემონტო სამუშაოები და გადავედით ეგრეთწოდებულ ,,მარაკანას“ სტადიონზე. მინდა მადლობა გადავუხადო  სტადიონის ხელმძღვანელობას დახმარებისთვის. მათ განსაკუთრებული ფინანსური  და მოსამზადებელი პირობები შეგვიქმნეს.

OPEN MIC:  შეგვიძლია თუ არა მოვიაზროთ ,,ცხინვალი“ პროლიგა 2-ში ერთ-ერთ ფავორიტად?

გოჩა  ჩიქოვანი:  პირდაპირ ფავორიტობას ვერ დავიბრალებთ, მაგრამ ვიქნებით ანგარიშგასაწევი ძალა.  ახლა ახალი გუნდის შექმნას ვცდილობთ. შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაგვრჩა. როგორი კარგი ფეხბურთელებიც არ უნდა მოვიდნენ გუნდში, მათ შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ.  

OPEN MIC:  დავით, გაირკვა თუ არა სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ,,ცხინვალი“?

დავით ცაბაძე:  ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსთავის სტადიონთან  და სწორედ ამ მოედანზე გაიმართება საშინაო მატჩები.

OPEN MIC:  რა ვითარებაა ,,ცხინვალში“ ფინანსური კუთხით?

დავით ცაბაძე:  დავალიანება გუნდს ისევ აქვს, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები.  აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაფინანსება უფრო მეტი იყო, შესაბამისად, ამ მხრივ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობს კლუბის ხელმძღვანელობა. არის იმედი, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესდეს.

OPEN MIC: ხომ არ მცირედება მიმდინარე წელს საბაზისო დაფინანსება?

დავით ცაბაძე:  საბაზისო დაფინანსება წინა წლის მსგავსად განისაზღვება 700 ათასი ლარით, თუმცა ამ დრომდე გასარკვევი რჩება რამდენი იქნება გამოყოფილი მოგებაზე და ფრეზე. ამასთან ერთად, შესაძლოა, იყოს პრობლემა სამოტივაციო  თანხებთან დაკავშირებით.

OPEN MIC:  რა სახის დავალიანებები აქვს გუნდს?

დავით ცაბაძე:  ამ ეტაპზე სრულად გასტუმრებულია ფეხბურთელების მიმართ არსებული დავალიანებები. დარჩენილია  თანამშრომლების მისამართით არსებული დავალიანება. ესენია: ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაციული კადრი და რამდენიმე მწვრთნელი.

 

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight