დავით გაგუა: ,,ქალმა რომ არ იგრძნოს თავი ეულად მშობიარობისას, სასურველია პროცესს მეუღლეც დაესწროს."

ორსულობის პერიოდსა და  მშობიარობის მიმდინარეობაზე, ასევე ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ექიმმა მეან- გინეკოლოგმა, გაგუას კლინიკის დირექტორმა, ბატონმა დავით გაგუამ, გადაცემაში  ,,FM პედიატრი“ ისაუბრა.

ბავშვზე ზრუნვა მშობიარობის დღიდანვე იწყება, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი წინასწარ კარგად იყოს გააზრებული და დაგეგმილი მშობლების მხრიდან?

გამრავლება ყველა ოჯახის მიზანია. როდესაც იქმნება ოჯახი, მათ უკვე აქვთ მიზანი გამრავლების. შემდგომ უკვე როდესაც დგება ორსულობა, ამ დღიდანვე იწყება ზრუნვა მშობლების მხრიდან მომავალ პიროვნებაზე. სანამ შვილის ყოლას გადაწყვეტდეთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ შესბამისი გამოკვლევა, რომ მომავალში დაცული იყოთ მოსალოდნელი გართულებებისგან.  

მშობიარობამდე გრძელ და მნიშვნელოვან გზას გადის ქალი, რა გეგმიური თუ აცილებელი კვლევა უნდა გაიაროს ქალმა შვილის დაბადებამდე?

პირველ რიგში ეს არის ჩასახვამდელი ვიზიტი, ამის შემდეგ ჩასახვის შემდგომი ვიზიტი. პირველი ვიზიტი მოიცავს ორსულობის დადგენას, ამ დროს ხდება ეხოსკოიური კვლევა, შემდგომ უკვე ექიმთან ვიზიტი. რა დროსაც ექიმი სახავს გეგმას, რომლითაც ხელმძღვანელობს ორსულთან. იქედან გამომდინარე თუ როგორია  ქალის ჯანმრთელობა, სჭირდება თუ არა მას გეგმიურის გარდა, სხვა სპეციალისტების კონსულტაცია, ამას უკვე ექიმი ადგენს. ამის შემდეგ ხდება სკრინინგული კვლევა 11-13 კვირაზე, როდესაც ვაკეთებთ ეხოსკოპიურ კვლევას  კისრის ნაოჭის განსასაზღვრად, ასევე ამ პერიოდში ფასდება ნაყოფის ზოგადი მდგომარეობა, მისი ანატომიური აგებულება და ამით ერთვარად სრულდება პირველი ტრიმესტრი. ასევე მეანგინეკოგი ადგენს გეგმას, რომლის მიხედვითავ ხდება საჭირო ვიზიტის და კონსულტაციის განსაზღვრა. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ეს შესაძლებელია შემოიფარგლოს 6-8 ვიზიტით. შემდეგი ვიზიტი არის 18-21 კვირაზე, რაც ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელ კვლევას წარმოადგენს. შემოდგომი კვლევა კი 30 კვირის ვადაზე ინიშნება. სხვა ეხოსკოპიები ბევრის მომცემი არ არის, კეთდება იმ შემთხვევაში თუ დედას აქვს ამის სურვილი, ან თუ საქმე გვაქვს რაიმე სახის დარღვევასთან.  იგივე შეიძლება ითქვას საჭირო ანალიზების რაოდენობაზე, რომელიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაფერი მიდის ფიზიოლოგიური პროცესიდან გამომდინარე.

შევეხოთ უშუალოდ მშობიარობის პროცესს. რამდენად მნიშვნელოვანია მშობიარობამდე მშობლებს ქონდეთ შერჩეული სასურველი სამშობიარო სახლი, გინეკოლოგი, თუ ანესთეზიოლოგი საკეისრო კვეთის შემთხვევაში. რამდენად მიყვებიან საქართველოში ამ პრაქტიკას, რათა  წინასწარ იყოს დაგეგმილი მშობიარობის პროცესი?

ორსულს აქვს კონსტიტუციური უფლება, თავად განსაზღვროს და აირჩიოს მისთვის სასურველი კლინიკა, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და კლინიკის სიმძლავრეებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია ყველა კლინიკაში მშობიარობა. ამიტომ არის კლინიკები სხვადასხვა დონეების მიხედვით. კონსულტაციების გავლის შემდგომ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ხედვა თუ სად, რომელი დონის კლინიკაში იმშობიარებს. რაც შეეხება პერსონალურ ექიმს, ეს მანკიერი წრეა, რადგან მშობიარობის დროს პერსონალურად ერთი ექიმი ვერაფერს ვერ აკეთებს, რადგან თითოეულ ადამიანთან მუშაობს კლინიკის ექიმების მთელი გუნდი. აღსანიშნავია, რომ ყველა სამშობიაროში არის ერთი პასუხისმგებელი მორიგე პირი რომელიც უშუალოდ ამ პროცესს ხელმძღვანელობს. ამიტომაც არის რომ სადაზღვეოები, აგრეთვე საყოველთაო ჯანდაცვა, პერსონალურად აყვანილ ექიმს არ ანაზღაურებს. თუმცა ყოველთვის შეუძლია ქალს უფრო დაცულად იგრძნოს თავი და პირადი ექიმი აიყვანოს, მაგრამ აქ მაინც მთავარი არის კლინიკის ავტორიტეტი, მისი სიმძლავრეები, შესაბამისად სახლმწიფოსაც ამ ყველაფერში შესაბამისი და სათანადო რეგულაციები აქვს ჩადებული. 

ინტერნეტში ბევრი მასალაა მშობიარობის პროცესის სხვადასხვა ტიპების შესახებ. მათ შორის: წყალში მშობიარობა, სახლში მშობიარობა. თუ არის მსგავსი ტიპის მოთხოვნები?

ამ ტიპის მომსახურება ჩვენს კლინიკას აქვს, როგორიცაა მაგ: წყალში მშობიარობა, მაგრამ მოთხოვნა ასეთი სახის მშობიარობასთან დაკავშირებით  არ ყოფილა.  უნდა ითქვას რომ სამედიცინო თვალსაზრისით წყალში მშობიარობა არ არის კომფორტული. რაც შეეხება ბინაზე მშობიარობას, კლინიკის პირობები, სახლის პირობებთან მიახლოებულია, რაც მოიცავს მშობიარობაზე ახლობელი ადამიანის დასწრებას, ძუძუთი კვების შეუზღუდავ რეჟიმს და ა.შ. უბრალოდ სახლში მშობიარობის პროცესის დროს გართულების შემთხვევაში ვერ ხდება შესაბამისი და სწრაფი რეაგირება, კლინიკასთან შედარებით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ დღეს ჩვენ სამეანო დარგში დიდი მიღწევები გვაქვს.

თქვენ ახსენეთ ახლობელი ადამიანების დასწრება მშობიარობის პროცესზე, საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში ქალმა არ უნდა იგრძნოს ეულად თავი მშობიარობის დროს.  რადგან მნიშვნელოვანია მისი ყოფნა განსაკუთრებით მეუღლის გვერდით რათა თავად საკუთარი თვალით ნახოს და ჩაერთოს მომავალმა მამამ ამ პროცესში, რადგან ისინი ერთ, საერთო შვილს ელოდებიან. ამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის დასწრება მშობიარობაზე.

თქვენს კლინიკაში არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებიან მშობიარობის პროცესს.

ასეთ შემთხვევაში თვითონ მშობიარე ირჩევს, თუ ვინ სურს დაესწროს მშობირობის პროცესს. მომავალ დედას შუძლია მშობიარობის პროცესს, ორი ადამიანი დაასწროს, მაგრამ ყველაზე სასურველი ამ პროცესის დროს მაინც მეუღლეა, ბავშვის მომავალი მამა.

მშობიარობის პროცესის ყველა მომენტი ძალზედ მნიშვნელოვანია,  მოულოდნელი გართულების შემთხვევაში, რას ურჩევდით მშობლებს?

ძნელია ცივი გონებით შეხედონ ამ ფაქტს, მაგრამ აუცილებელია ქონდეთ ნდობა იმ კლინიკის, სადაც თავიანთი შვილის დაბადება გადაწყვიტეს.  შესაბამისად უნდა დაემორჩილონ ექიმის გადაწყვეტილებებს.

საქართველოში ყველწლიურად იზრდება საკეისრო კვეთის რაოდენობა.  თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი. განსაკუთრებით მაშინ როცა შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა და არ დგას საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობის საკითხი?

ეს დასაშვებია მაშინ, როდესაც ორსულის ან ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება.  სხვა შემთხვევაში მშობიარემ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოითხოვოს საკეისრო კვეთა რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომაა მისი მხრიდან როგორც ბავშვის ისე საკუთარი თავის და ოჯახის მიმართ. ფიზიოლოგიურად ნამშობიარები ქალი 2 დღეში უკვე სახლში ეწერება და თავად უვლის ახალშობილს, რასაც ვერ ვიტყვით საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდზე, რადგან ოპერაციის შემდგომ მოსალოდნელია სხვადასხვა სახის გართულებები.  

მოსაზრება რომელიც გულისხმობს, რომ პირველი საკეისრო კვეთის შემდგომ აუცილებელია მეორედაც საკეისრო კვეთა. საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ფაქტი?

რა თქმა უნდა დიდია რისკი, ამაზე უამრავი კვლევა არსებობს. პირველ რიგში სურვილი უნდა ქონდეს ქალს რომ იმშობიაროს, შემდგომში დგას მიზეზი იმისა თუ რის გამო გაკეთდა პირველი საკეისრო კვეთა. თუ ნაყოფის მდებარეობა, ზომა იმის საშუალებას იძლევა, რომ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს ჩვენ ვახალისებთ ასეთი მშობიარეს სურვილს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს მოსალოდნელი გართულებების რისკი, რა შემთხვევაშიც გარდაუვალი ხდება საკეისრო კვეთის ხელახლა ჩატარების აუცილებლობა.

რამდენად მართალია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები უფრო სუსტები ან ზარმაცები არიან, ვიდრე ფიზიოლოგიურად დაბადებულები?

ბუნებრივი გზებით დაბადებულ ახალშობილს ბევრი უპირატესობა აქვს. ის უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესში, რასაც ვერ ვიტყვით საკეისროთი დაბადებულ ბავშვზე.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight