დაიანა ტაურაზი - WNBA-ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია

ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის(WNBA) ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად ამიერიდან დაიანა ტაურაზი გვევლინება. ამ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ''თვითერი'' იუწყება.

''ფინიქსის'' უკანახაზელმა ''ლოს ანჯელეს სპარქსის''(59:90) წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 19 ქულა დააგროვა და კარიერის მანძილზე WNBA-ის მატჩებში 7 494 ქულა დაუგროვდა. დაიანა ტაურაზიმ ტინა ტომპსონის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 17-წლიანი კარიერის განმავლობაში 7 488 ქულა მიითვალა.

დაიანა ტაურაზი ''ფინიქსის'' ღირსებას 2004 წლიდან იცავს.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight