ჩინეთში წყალზე განთავსებული ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური შექმნეს

ჩინეთში წყალზე მოტივტივე მზის პანელების სადგური შექმნეს.

მზის პანელები ჩინეთის აღმოსავლეთით Anhui-ს პროვინციაში 800,000 კვ. მეტრ ფართობზე, ტბაზე არის განთავსებული და მსოფლიოში სიდიდით პირველია. კომპანია Sungrow-ს მიერ აშენებული სადგური 40 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ადგილი, სადაც მზის პანელები განათავსეს, წარსულში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოებისათვის გამოიყენებოდა, შესაბამისად, წყალი იქ ზედმეტად მინერალიზებული და გამოუსადგარია.