ჩინეთში SKYPE-ის მოხმარება აიკრძალა

ჩინეთში Skype-ის მოხმარება აიკრძალა, რადგან ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. კანონთან შეუსაბამობა გულისხმობს იმას, რომ  ჩინეთში გაკონტროლებული იყოს საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება ინტერნეტ სივრცეში და აღიკვეთოს ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადებები.

BBC-სთან საუბრისას Skype-ის მფლობელი Microsoft-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აპლიკაცია დროებით იქნა აკრძალული. ხარვეზების გასწორების შემდეგ, როდესაც აპლიკაცია სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს, კვლავ გაჩნდება Android-ისა და APPLE-ის საოპერაციო სისტემებში.

„ჩვენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროსგან გაფრთხილება მივიღეთ, რომ ბევრი ხმოვანი აპლიკაცია ადგილობრივ კანონმდელობასთან შესაბამისობაში არ მოდის. შესაბამისად, ვალდებულები ვართ განვახორციელოთ მსგავსი ცვლილებები", - განაცხადა APPLE-ის წარმომადგენლობამ.