ჩინეთმა მფრინავი მანქანების ამერიკული კომპანია შეიძინა

ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ "Zhejiang Geely" ამერიკული მფრინავი მანქანების კომპანიის "Terrafugia" 100 პროცენტი შეიძინა.

შესყიდვები ოფიციალურად ყველა სამთავრობო რეგულატორის მიერ იქნა დამტკიცებული, მათ შორის არის აშშ–ს  უცხოური ინვესტიციების კომიტეტი.

ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია  "Zhejiang Geely", რომელიც ვოლვოსა და ლოტუსის საავტომობილო ბრენდების მფლობელი კომპანიაა, მზად არის "Terrafugia"–ს  სამეცნიერო კვლევებისთვის სოლიდური ფინანსები გაიღოს.

ახალი კვლევითი ინსტიტუტები უკვე შექმნილია და ამერიკულ ბაზაზე დაფუძნებული საინჟინრო გუნდების რიცხვი სამჯერ გაიზარდა.

მიმდინარე გეგმების თანახმად, ამერიკის ბაზარზე 2019 წელს კომპანიის "Terrafugia" მიერ წარმოებული მფრინავი ავტომობილები სოლიდური  რაოდენობით შემოვა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხანჯოუში დაფუძნებული კომპანია "Terrafugia" მფრინავ ავტომობილებზე ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივას ამყარებს.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight