ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა „სარტყელისა და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნებთან 19,4%-ით გაიზარდა

2017 წლის პირველ 10 თვეში ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა „სარტყელისა და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნებთან, რომელთა შორის საქართველოც არის, 19,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ პროექტში ჩართულ სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვამ 5,97 ტრილიონ იუანს (898 მილიარდ დოლარი) მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილზეა. ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო წლებში შენელდა, თუმცა ის მაინც მაღალ ნიშნულზეა. 2014 წელს ჩინურმა ინვეტიციებმა ევროპაში 13 მილიარდ ევროს მიღწია, ხოლო 2016 წელს 35 მილიარდ ევროს გადააჭარბა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight