ჩინეთი ორბიტაზე ღამის სათვალთვალო თანამგზავრს გაუშვებს

2017 წელს ჩინეთი ორბიტაზე ღამის სათვალთვალო თანამგზავრს გაუშვებს. აპარატი, რომლის სახელწოდებაა „ლოძია-1“, დედამიწის გადაღებას ღამითაც შეძლებს.

აპარატზე დაამონტაჟებენ მაღალი მგრძნობელობის ფოტოტექნიკას, რომელიც ჩაბნელებული ტერიტორიების უმაღლესი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს. ეს სისტემა ბევრად უკეთესია თავის ანალოგებზე, რომლებიც ამერიკულ თანამგზავრებზეა დაყენებული.

ამას გარდა, იგეგმება „ლოძია-2“-ის კოსმოსში გაშვება, რომელსაც ექნება ძლიერი რადარი დედამიწის გარკვეული ადგილების რელიეფსა და დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ მონაცემთა მისაღებად.



  • Tim McGray

    Meanwhile Back At Mama's
  • Michael Jackson

    Michael Jackson
  • Taylor Swift

    Begin Again