ჩინეთი ექსპრეს-მიწოდების სერვისის გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს

2020 წლისთვის ჩინეთი ექსპრეს-მიწოდების სერვისის გავრცელებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გეგმავს. ამისთვის საავიაციო სატრანსპორტო სქემა შეიქმნება და სპეციალიზებული ლოგისტიკის პარკები აშენდება, რომლებიც ექსპრეს-მიწოდებას უზრუნველყოფს.

ჩინეთის მთავარი საფოსტო განყოფილების ინფორმაციით, ქვეყნის ექსპრეს-მიწოდების მომსახურება ასევე განვითარდება უცხოეთის ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩინეთის საკურიერო ოპერაციების რაოდენობამ 30 მლრდ-ს გადააჭარბა, რითაც ქვეყანა ამ სფეროში მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight