ჩინელი ოსტატის მიერ შექმნილი 500 ხის თოჯინა მაყურებელს დღემდე აღაფრთოვანებს

როდესაც საქმე მარიონეტების შექმნას ეხება, მაშინვე სუ ჯუჩუს სახელი ამოტივტივდება. იგი ცნობილია ხის თოჯინების დამზადებით და მისი 60 წლიანი კარიერული მოღვაწეობის განმავლობაში დაახლოებით 500 თოჯინა ჰყავს გამოთლილი.
ჩინეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით ფუძიანის პროვინციის ქალაქ ჯანგჯოუში, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მარიონეტების არსებობის 2000 წლიანი ისტორიაა შექმნილი. ჯერ კიდევ ხანის დინასტიის დროს დაიწყო მარიონეტების გამოყენება, რომლის საშუალებითაც დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიების მოყოლა ხდებოდა.
ჯანგჯოუს თოჯინების თეატრის სპექტაკლები წარმოადგენენ სცენებს, სადაც მონაწილეობას ცხოველები, ღვთაებები და დემონები იღებენ.
2014 წელს ჯანგჯოუში სუ ჯუჩუს თოჯინების მუზეუმი გაიხსნა. ორი წლის შემდეგ კი, პეკინის ეროვნულმა ხელოვნების მუზეუმმა სუ ჯუჩუს 400 თოჯინის გამოფენა მოაწყო. ბატონი სუს აღნიშვნით, იმისთვის რომ თოჯინები გააცოცხლო, საჭიროა სწორი გზის მიგნება.



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)