''ჩელსი'' არტურო ვიდალის სანაცვლოდ ''რეკორდმაისტერს'' 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის

მიუნხენის ''ბაიერნის'' გამოცდილმა ჩილელმა ჰავბეკმა არტურო ვიდალმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ''ჩელსი'' მზად არის, ''რეკორდმაისტერს'' 30 წლის მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

არტურო ვიდალს ''ბაიერნთან'' მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ''რუხი მგლების'' მაისური 14-ჯერ მოირგო. სპორტსმენის ანგარიშზე თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემაა.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight