ბუნება- ფასდაუდებელი მკურნალი

ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც.
ბუნება თვითშეფასების ამაღლებაში გვეხმარება. ცნობილია, რომ ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აძლიერებს. მაგალითად, მწვანე ნარგავების გარემოცვაში მცხოვრებ ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის რისკი დაქვეითებულია. გარდა ამისა, ბუნება იცავს ფსიქიკური მოშლილობისგანაც.
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ბუნება ეხმარება ადამიანს საკუთარი სხეულის შეცნობასა და შეყვარებაში. ამ შემთხვევაში ადამიანების თვითშეფასება უფრო მაღალია, რადგანაც ისინი ბუნებასთან ერთობას გრძნობენ. ბუნება ეხმარება ადამიანებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობასა და მჭიდრო სოციალური კავშირების ფორმირებაში. ბუნებაში ადამიანები აცნობიერებენ, რომ ისინი მსხვილი ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენენ.
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი რომ ბუნებაში მეტი დრო გაატარონ. ბუნებაში წიგნის კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნოა, ამ დროს დადებითი ემოციები იღვიძებს, რაც სიხარულისა და სამყაროსთან სიახლოვის განცდას ამძაფრებს.  
ადამიანის როლი ბუნებასთან მიმართებაში დიდია. ადამიანი დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ბუნებას თავისი არასწორი ქმედებებით და არ უფიქრდება იმას თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს.
ტყის გაჩეხვა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რამაც შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას გარემოს და არამარტო გარემოს არამედ საცხოვრებელ ადგილს და ადამიანის ჯანმრთელობას. შეიძლება დაისვას კითხვა თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ტყის განადგურებას (ხის მოჭრას) საცხოვრებელი ადგილისათვის და ჯანმრთელობისათვის. ტყის გაჩეხვა გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, მეწყერს,წყლის რესურსის ნაკლებობას და ა.შ.

როდესაც ადამიანი ბუნებაში ხშირად ატარებს დროს, სადილობს, მუსიკას უსმენს ან კითხულობს, მასში ნაკლებია აგრესია, სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევები. თუკი ადამიანი ბოლოს და ბოლოს გააცნობიერებს ბუნების როლს მის ცხოვრებაში და შაბათ-კვირას, მაინც გაატარებს საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნების წიაღში, გაცილებით ნაყოფიერი ექნება სხვა დღეები.
შეიყვარეთ ბუნება, გაუფრთხილდით და იზრუნეთ მასზე, რადგან მისი როლი შეუფასებელია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight