ბიჭის აღზრდის ფსიქოლოგია

მამაკაცი — მამრობითი სქესის ადამიანი. ტერმინი როგორც წესი ზრდასრული ასაკის ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება, მაშინ როდესაც ვაჟი მამრობითი სქესის ბავშვზე ან მოზარდზე მიანიშნებს.
ვაჟის ყოლა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშრებული, რადგან მას ინდივიდუალური მიდგომა, აღზრდა და გვერდში დგომა სჭირდება. ისევე როგორც მდედრობითი, მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ სიყვარული, ზრუნვა და ა.შ.

როგორ აღვზარდოთ ბიჭი მამაკაცად? წვრილმანებშიც კი მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი, ქალი კი –  ქალი.

მიეცით თქვენს  ვაჟს  / ქმარს  საშუალება იზრუნოს თქვენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ. აქ გაწვრთვნის პრინციპი მუშაობს. კარის გაღება ქალის წინ, ესეც ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა.

იყავით მადლიერნი წვრილმანებშიც კი და მაშინ თქვენი ვაჟი /ქმარი უფრო ხშირად და მეტად გაგახარებთ. თუ დაავიწყდა, რაიმეს გაკეთება, არ გააკრიტიკოთ, გაუზიარეთ ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი.

თუ თქვენი ვაჟი  / ქმარი  მოიქცა არაკორექტულად,  არ შეგეცოდოთ. აგრძნობინეთ,  რომ თქვენ გჯერათ მისი და გიყვართ ის. გვერდით დაუდექით, შთაუნერგეთ მას თავდაჯერებულობა, არ მიიღოთ გადაწყვეტილება შვილის ან ქმრის მაგივრად და მისი შეცდომების გამოსწორებას  არ ეცადოთ.

შეხვდით ყოველ ჯერზე ისე,  თითქოს  დიდი ხანია არ გინახავთ. სთხოვეთ დახმარება, თუნდაც წვრილმანებში.  თქვენი ვაჟი  / ქმარი     მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ ის გჭირდებათ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს წინაშე 4 წლის ბიჭი დგას, მას ისე უნდა მოექცეთ, როგორც ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ პიროვნებას და ის ნამდვილად გახდება საუკეთესო თავის საქმეში.

სწორია აღზრდა დადებით შედეგს აუცილებლად გამოიღებს.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight