ბავშვის პირველი დღეები წყალში

წყლის მნიშვნელობა და საჭიროება შეუფასებელია. იგი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ორგანიზმის მოთხოვნილებას  წყალზე განსაზღვრავს კვების რაციონი, შრომითი დატვირთვა, კლიმატი, ასევე  ჯანმრთელობის მდგომარება და რიგი სხვა ფაქტორები. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წყალს უკავია. წყალი არის ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

ადამიანის ორგანიზმი წყალს მუდმივად გამოყოფს,  კერძოდ თირკმლების,  კანისა და ამოსუნთქული ჰაერის მეშვეობით,  ამიტომაც არის აუცილებელი წყლის მარაგის მუდმივი შევსება. ბალანსის აღდგენა ხორციელდება სითხის მეშვეობით,  რომელიც ორგანიზმს მიეწოდება საკვებისა და სხვადასხვა სასმელის საშუალებით.
ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში წყლის ცვლა ხასიათდება მაღალი აქტივობითა და არამდგრადობით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია,  განსაკუთრებით კი თირკმელი,  რომელიც არეგულირებს  წყალ-მარილოვან ბალანსს. აქედან გამომდინარეობს იმის საშიშროება, რომ ბავშვის ორგანიზმმა შესაძლოა დაკარგოს დიდი რაოდენობით სითხე,  მასთან ერთად კი მინერალური მარილები.
სიცოცხლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საშიშია ორგანიზმის გადახურება,  პირღებინება, ფაღარათი და სხვა. წყალ-მარილოვანი ბალანსის მდგომარეობა და მისი დარღვევის რისკი ასევე დიდადაა დამოკიდებული ბავშვის კვებით რაციონზე.   
დედის რძე ბავშვის ორგანიზმში არსებული წყალ-მარილოვანი ბალანსის იდეალურ შენარჩუნებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ბავშვის ცხოვრების პირველ ეტაპზე არ არის საჭირო დედის რძესთან ერთად სასმელი წყლის მიწოდებაც. რაც შეეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ახალშობილებს, ამ შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით შლაკები, ნივთიერებათა ცვლის შედეგად ჩამოყალიბებული ნარჩენები. მათი ორგანიზმიდან გამოდევნისათვის საჭიროა სითხის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ეს საკვებით მიეწოდება, ამიტომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ დამატებით წყლის, ჩაის, ხილის ან ბოსტნეულის წვენების მიწოდებას.

 



  • Lynyrd Skynyrd

    Santa Claus Is Coming To Town
  • Alan Walker

    Alan Walker
  • Merry Christmas

    Jingle Bells