"არსენალმა" სანჩესს პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი შესთავაზა

ლონდონის "არსენალი" ჩილელ ფორვარდთან, ალექსის სანჩესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

"მეთოფეებმა" 28 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 330 000 ევრო იქნება. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ალექსისი ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

რამდენიმე თვის წინ "არსენალმა" სანჩესს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ჩილელი კვირაში 250 000 ევროს მიიღებდა, თუმცა ალექსისმა ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარა.

სანჩესის მოქმედი კონტრაქტი "არსენალთან" 2018 წლის ზაფხულში ამოიწურება.

მუცლის პრობლემების გამო სანჩესი პრემიერ ლიგის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს, რომლებშიც "არსენალი" "ლესტერ სიტისა" და "სტოუკ სიტის" დაუპირისპირდება.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight