არომატული ნივთიერებები

ჩვენს გარშემო ათასობით სურნელი ტრიალებს. მათი უმეტესობა შეიძლება შეუმჩნეველიც იყოს, რადგან სხვა უფრო მძაფრმა სურნელმა დაფაროს. რადგან ჩვენ ყველაფერში სიამოვნებასა და კომფორტს ვეძებთ, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტმა საამო სურნელმა იტრიალოს ჩვენს ირგვლივ…

პარფიუმერია – კოსმეტიკური და ჰიგიენური დანიშნულების ნივთიერებები და ნაწარმი.
ჩვეულებრივ პარფიუმერიის ნაკეთობები წარმოადგენენ თხევად მფრინავი არომატული ნივთიერების ხსნარებს.
არომატული ნივთიერებები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ნატურალური წარმომავლობის (ეთერის ზეთები), ასევე ხელოვნური სინთეთიკური არომატიზატორები, მაგ: ვანილალი.
პარფიუმერული კომპოზიციები შედის ბევრი სხვა ჰიგიენური საშუალებების შემადგენლობაში, როგორებიცაა საპონი,შამპუნი, შხაპის გელი და ა.შ.

ქალებისათვის აუცილებელი და შეუცვლელია ვარცხნილობის დასაფიქსირებლად — თმის ლაქი — უკვე 50 წელია მის შემადგენლობაში შედის პარფიუმერული წყალი.

როგორ იქმნება სუნამო


ყველაფრის მიუხედავად  არ არსებობს ერთიანი "სწორი" ტექნიკა სუნამოების შექმნისა, არის საერთო რეკომენაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონცეპციიდან შეიქმნას სუნამო.
ბევრი ინგრედიენტი არ მონაწილეობს მისი სუნის ფორმირებაში, წარმოადგენენ საღებავებს და ანტიოქსიდანტებს, რათა გააუმჯობესონ სუნამოების კონკურენტუნარიანობა და შენახვის ვადა.
 


როგორ ვიპკუროთ სუნამო


სასურველია, ისარგებლოთ ერთი პარფიუმერიული სერიით, სუნამოთი დაწყებული, საპნით დამთავრებული, ან ჰიგიენისა და სხეულის მოვლისთვის გამოიყენოთ ნეიტრალური ანუ პრაქტიკულად უსუნო საშუალებები, რათა არომატები ერთმანეთში არ აირიოს. სუნამო უნდა ვიპკუროთ:

მაჯისა და იდაყვის შიგნითა მხარეს;
ყურებს უკან;
დეკოლტეზე;
მუხლქვეშ;
თმაზე.


შეიძლება, ტანსაცმელზეც დავისხათ, ოღონდ წინასწარ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქსოვილზე ლაქა არ დარჩება. მაგ: ბეწვი რამდენიმე თვე ინარჩუნებს სუნს. ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევასა და გარემოცვაზე. მცირე ზომის სათავსში არ გირჩევთ სუნამოს უხვად დაპკურებას, ასევე - მძაფრი სურნელის გამოყენებას, ღია სივრცეში - პირიქით.
დილით შედარებით ნაკლ­ები უნდა დავისხათ, ვიდრე სა­ღ­ამოს. ეცადეთ, არ დაისხათ სუნამო ჭამის წინ. ოფლი აძლიერებს სუნს, ამიტომ ნუ გადააჭარბებთ, თუ იცით, რომ სიცხეში მოხვდებით. იმავე მიზეზით ვარჯიშის წინაც შეიკავეთ თავი სუნამოს დასხმისგან.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ სურნელს, რომელიც მუდმივად ჩვენ ირგვლივაა, ამიტომ დროდადრო უნდა შეცვალოთ პარფიუმი და გარკვეული ხნის შემდეგ დაუბრუნდეთ ძველს. 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight