ანაკლიის პორტის პროექტში მსხვილი ჩინური კომპანიების ჩართვა იგეგმება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

პროქეტს "თიბისი ჯგუფი" და ამერიკული "კონტი ჯგუფი" ახორციელებენ. თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირველი ფაზის მშენბელობისთვის პროექტში 540 მილიონი დოლარია საჭირო, საიდანაც 190 მილიონი უკვე მობილიზებულია, დანარჩენ თანხებზე კი ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ პორტის მშენებლობაში ახალი ინვესტორები შემოვიდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზეც მიმდინარეობს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომანიებთან. ამ მოლაპარაკების შედეგებს უახლოეს ხანში შეგატყობინებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამერიკული მონაწილეობა, ჩინური მონაწილეობა და ქართული მონაწილეობა ამ პროექტს შეკრავს, როგორც საინტერესო ადგილს არამარტო პორტისთვის, არამედ ბიზნესის საკეთებელად",- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

აღსანიშნავია, რომ პირველ გემს ნავსადგური 2020 წელს მიიღებს, სწორედ ამ დროს დასრულდება ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა. 

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight