ამერიკულ კომპანიას იტალიური საკლუბო ფეხბურთის ჩვენება ყოველწლიურად 371 მილიონი ევრო დაუჯდება

ამერიკულ კომპანია IMG-ს იტალიის სერია-A-ს, ამავე ქვეყნის თასისა და სუპერთასის მატჩების სატელევიზიო უფლებების შეძენის სანაცვლოდ 371 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამ ინფორმაციას გამოცემა Football Italia ავრცელებს.

ამერიკულმა მხარემ აპენინელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და კონტრაქტი ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სერია-A-ს 20 გუნდიდან 18-მა ხსენებული გარიგება დადებითად შეაფასა. ''ნაპოლის'' პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ შეთანხმებას დამამცირებელი უწოდა.