"ამაზონის" დამფუძნებელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა

ჟურნალმა Vanity Fair მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა. რეიტინგში აღმოჩდნენ IT ინდუსტრიის, კინოს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და ფინანსისტები.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ "ამაზონის“ გარდა, ბეზოსი აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი და Washington Post-ის მფლობელია. 

რეიტინგში მეორე პოზიციას „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იკავებს, მესამეზე კი „ეფლის“ ხელმძღვანელი ტიმ კუკია.

პირველ ხუთეულში ასევე აღმოჩდნენ “გუგლის“ დამაარსებელი ლარი პეიჯი და „ტესლას“ მფლობელი ილონ მასკი.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight