პირველი და ერთადერთი

JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე. რადიო ატარებს ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტის და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძისა და ქართველი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს. რადიო JAKO FM სისტემატიურად აშუქებს ყველა სპორტულ მოვლენას საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო არენაზე. ახორციელებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და მედიაპარტნიორობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

საერთაშორისო არენაზე

2013 წლიდან რადიო JAKO FM საერთაშორისო მედია ჰოლდინგ gbtimes-ის წევრია, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართულ მედიასივრცეში ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მაუწყებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი და წარმატებული რადიო გახდა. გააჩნია მსოფლიოს წამყვანი რადიოსადგურების დონის ტექნიკური უზუნველყოფა.

ქართული სპორტის მხარდამჭერი

2013 წლიდან, JAKO FM ქართული სპორტის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყველა ქართულ ჩემპიონატს თუ სხვა სპორტულ წამოწყებებს.

ქართული ტურიზმის მხარდამჭერი

სპორტულთან ერთად, რადიო JAKO FM საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ უამრავ სხვა მოვლენასაც აშუქებს. JAKO FM-ის გუნდმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შემეცნებით-ტურისტული რადიო გადაცემების მიმართულება, რომლის მეშვეობითაც მსმენელი მრავალ სიახლეს ეცნობა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს შესახებ.

ჩვენ გვაჯილდოებენ

JAKO FM არაერთი ჯილდოს თუ საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. სწორად დაგეგმილი სამუშაო პროცესი, საინტერესო საეთერო გადაცემები, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მუდმივი აქტივობა ჩვენი გუნდის წარმატებას განაპირობებს.

საერთაშორისო სერთიფიკატი leader of the Branch 2016 - საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი;

სპეციალური სერთიფიკატი განათლების საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის - საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“;

სპეციალური სერთიფიკატი - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის - თბილისის მერია;

მადლობის სერთიფიკატი/JAKO FM-ის ტალღა შავ ზღვაში - აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;

მადლობის სერთიფიკატი - ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG).

შესაბამისობის დეკლარაცია


  • Tim McGray

    Meanwhile Back At Mama's
  • Michael Jackson

    Michael Jackson
  • Taylor Swift

    Begin Again